error1084 2017.04.05
მარტვილში ბზის უკანონო მოპოვების შედეგად გარემოს 49 124 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ლებარდეს მიმდებარე ტერიტორიაზე, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბზის ტოტებით დატვირთული მიკროავტობუსი შეაჩერეს. სამინისტროს განცხადების მიხედვით, გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობამ 49 124 ლარი შეადგინა. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნა. წყარო: liberali.ge