ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. კერძოდ, ახალი რეგულაცია საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც ისრაელში თავშესაფრის ძიებით არიან დაინტერესებულები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის შს მინისტრის გადაწყვეტილებით, თავშესაფრის იმ მაძიებლებს, რომელთა საკითხიც თავშესაფრის მიღების თაობაზე უარყოფითად გადაწყდება,აღარ მიეცემათ საშუალება, რომ ნებაყოფლობით დატოვონ ქვეყანა. სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით თავშესაფრის მოთხოვნაზე ძირითად შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იქნება, რადგან ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნიათ. „თუ ადრე მოქალაქეებს ეძლეოდათ საშუალება განაცხადზე მიღებული უარყოფითი პასუხიდან ერთი კვირის განმავლობაში ნებაყოფლობით დაეტოვებინათ ქვეყანა და ამ საშუალებას არ იყენებდნენ, ახალი რეგულაციით, ასეთი განაცხადის შეტანისთანავე დაიწყება მათი დეპორტაციის პროცედურა. ეს პროცედურა დასრულდება მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც შეიტანს 17 აპრილიდან მოთხოვნას თავშესაფართან დაკავშირებით, ვინაიდან მათი განცხადება არ იქნება დაკმაყოფილებული, მათი დეპორტაცია მოხდება მაქსიმუმ ერთ კვირაში. ისრაელმა ჩვენ შეგვიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ საფუძველი მოითხოვონ თავშესაფარი. შესაბამისად, არამიზნობრივი განაცხადების განხილვა ხდება. აქედან გამომდინარე, ისრაელის მხარემ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი ტაბატაძემ. BPN.GE
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება