თავდებობის მეშვეობით, კრედიტორი უფლებამოსილია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს არა მხოლოდ მოვალისგან, არამედ მესამე პირის – თავდებისგანაც. თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით. მასში უნდა იყოს განსაზღვრული ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც თავდები პასუხს აგებს ძირითადი ხელშეკრულების მოვალის ვალდებულებისათვის. კრედიტორი ვალდებულია თავდებს აცნობოს, თუ მოვალე ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილებს. ასევე იგი ვალდებულია მოთხოვნისთანავე მიაწოდოს თავდებს ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაცია. თუ კრედიტორმა თავდებს არ შეატყობინა ძირითადი ვალის გადახდის ვადის გადაცილების შესახებ, გადაცილებას კი მოჰყვა პირგასამტეხლოს დარიცხვა, თავდებს ასეთ შემთხვევაში უფლება აქვს უარი თქვას ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული საურავის გადახდაზე. გაითვალისწინეთ, კრედიტოფიცერი არაა უფლებამოსილი თქვენს კერძო საკუთრებაში შემოიჭრას და ვალის გადახდის მიზნით რაიმე სახის მუქარა განახორციელოს. ეს კრედიტორის მხრიდან კანონდარღვევად ითვლება.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში