error1487 2017.06.19
თუ 6 თვეში „სითი პარკი“ აღსრულებას არ მიმართავს, მოქალაქეებმა ჯარიმა არ უნდა გადაიხადონ

„სითი პარკის“ მიერ დაზარალებულები, მათი ადვოკატები და უფლებადამცველები მონოპოლისტი კომპანიის უსამართლო, არაადამიანურ და არაკანონიერი ქმედებების გამო, მათ პასუხისმგებლობას ითხოვენ. კომპანიის ერთ-ერთმორიგ მსხვერპლ იოსებ კობერიძეს „სითი პარკის“ 10-ლარიანი ჯარიმის გამო, რომლის შესახებ ინფორმაცია არც მიუღია, ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღეს და დღემდე არაერთგზის გადადებულ სასამართლო პროცესის მოლოდინშია.როგორც დაზარალებული აცხადებს, დაჯარიმების შესახებმას შემდეგ გაიგო, რაც საბანკო ანგარიშები „გაუყინეს“.იოსებ კობერიძე: ,,2016 წელს აღსრულების ეროვნული ბიუროდან შეტყობინება მომივიდა, რომ ჩემი ყველა ანგარიში დაყადაღებული იყო. როცა დავიწყე გარკვევა, აღმოჩნდა რომ მქონია „სითი პარკის“ სამი 10-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც საურავები დაკისრებია და 600 ლარამდე გაზრდილა. რომ დავიწყე მოკვლევა, სად იყო, ვის გადასცეს ჯარიმის ქვითრები და მე რატომ არაფერი ვიცოდი, აღმოჩნდა, რომ ჯარიმის ქვითრები იქ მიუტანიათ, სადაც მე არ ვცხოვრობ და მესამე პირისთვის ჩაუბარებიათ. „სითი პარკში“ მითხრეს, მერიაში გაარკვიეო. მოვედი მერიაში, დავწერე განცხადება, მაგრამ მერიამ უარი მითხრა ჯარიმის ანულირებაზე და სასამართლოში გაასაჩივრეო. წავედი სასამართლოში, ადმინისტრაციული სარჩელი შევიტანე და 2016-დან ამ დრომდე ველოდები სასამართლოს დანიშვნას. ყველაფრის გარეშე ვარ დარჩენილი, რადგანაც ყველა ანგარიში დაყადაღებული მაქვს“.კიდევ ერთი ისტორია მარიამ გ-ს უკავშირდება, რომელსაც 800 ლარი ისე გადაახდევინეს, რომ არც ჯარიმის ქვითარი უნახავს და არც მისი ჩამბარებლის შესახებ იცის რამე.მარიამი: „სრულიად შემთხვევით, როცა ერთ-ერთი საბანკო ოპერაცია უნდა შემესრულებინა, აღმოვაჩინე, რომ ანგარიში გაყინული იყო, რომ მოვყევი, გავარკვიე, რომ „პარკინგის“ 1-დღიანი ვადაგადაცილების გამო, დამაჯარიმეს, რომლის შესახებ ჩემთვის არავის უცნობებია. არც ქვითარი მიმიღია და არც შეტყობინება. ჯარიმები გაზრდილა და ისე ავსულვარ 800 ლარამდე, არაფერი ვიცოდი. კომპანიაში მითხრეს, ინტერნეტით უნდაგადაგემოწმებინადა ნახავდიო, რომ დაჯარიმებული იყავიო. ესე იგი, ყოველდღე ინტერნეტით უნდავამოწმო „სითი პარკს“ დღეს ხომ არ მოუნდა და რამეჯარიმეხომ არ გამომიწერა? უსამართლობის საშინელი განცდა მაქვს. ბევრი რომ არ მოგიყვეთ, საშინელ დღეში აღმოვჩნდი, რადგანაც იმ დღეს ბანკის კრედიტი მქონდა დასაფარი, საბანკო ანგარიშზე მქონდა, რაც კი რამე გამაჩნდა, ვერ ვიყენებდი. ბევრი ვიწვალე, თანხა ვისესხე, ბანკის ჯარიმაცდამემატა. ეს არის უსამართლობა, რომელსაც სასწრაფოდ უნდა მიხედონ. ერთ ჩემს ნაცნობს, 20-ლარიანი ჯარიმის გამო, არა მხოლოდ საბანკო ანგარიში, არამედ მთელი ქონება და კომპანიაც კი დაუყადაღეს. ეს არის კანონიერება და „სითი პარკის“ ვალდებულებები? თუ ქვითარსჩამაბარებდა არ გადავიხდი, სხვა ამბავია, მაგრამროცა ისე მაჯარიმებ, რომ არაფერი ვიცი და მერე ათასებს მახდევინებ, ეს დანაშაულია“.როგორც ადვოკატები და უფლებადამცველები აცხადებენ. მათ არაერთი საქმე ჰქონიათ, სადაც „სითი პარკისგან“ უსამართლოდსანქცირებულებისამართალიანობისთვისსასამართლოში იბრძვიან, შედეგს ხან აღწევენ, ხანაც ვერა.ერთ-ერთი ცნობილი ისტორია, როცა მოქალაქე გიგი ტუღუშმა კომპანია “სითი პარკს” სასამართლო დავა მოუგო, ყველამ იცის. “სითი პარკი” ტუღუშს 61ჯარიმასადა ჯარიმაზე დამატებულ საურავს ედავებოდა, რაც, მთლიანობაში, 11400ლარი იყო.ტუღუში აცხადებდა, რომ მას უცნობმა პირმა ამანათი მიუტანა, თუმცა, არ განუმარტეს,ვინ იყო გამომგზავნი, შესაბამისად, ფოსტაში ამანათს არც მიაკითხა. მოგვიანებით კი ანგარიშები დაუყადაღეს. მისი ადვოკატის მტკიცებით, დარღვეული იყო ჯარიმის ჩაბარების წესი და სასამართლოში სწორედ ეს გაასაჩივრეს.როგორც კომპანიისგან დაზარალებული მოქალაქეები და მათი ადვოკატები აღნიშნავენ, „სითი პარკის“ წარმომადგენლები ჯარიმის ქვითარს არამის მფლობელს, არამედ, ხშირ შემთხვევაში, სრულიად უცხო პირს გადასცემენ და ამ ქვითარს ჩაბარებულად მიიჩნევენ.„ ხშირია შემთხვევები, როცა პირის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები განსხვავებულია. როცა „სითი პარკის“ წარმომადგენელი მიდის შესაძლო სამართალდამრღვევისიურიდულმისამართზე, სრულიად სხვა პირს აბარებს აღნიშნულ ჯარიმას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვსდაჯარიმებულთან ან ქვითარს ე.წ ნათესავს უტოვებს. კანონის თანახმად,იმისათვის, რომ გადახდის ვალდებულება წარმოეშვასშესაძლო სამართალდამრღვევს, აუცილებელია, ჯარიმის ქვითარი უშუალოდ მას ან მისი ოჯახის წევრს ჩაბარდეს. მოქმედი კანონმდებლობით, ოჯახის წევრად ითვლება ისეთი პირი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ თუ ეს ადამიანები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მშობლების შემთხვევაშიც კი, ისინი არ ითვლებიან ოჯახის წევრებად. შესაბამისად, ქვითარი არ უნდა ჩაითვალოს ჩაბარებულად, თუმცა „სითი პარკის“ წარმომადგენელი ამას კანონდარღვევით მაინც ახორციელებს“, – აცხადებს Ok&CG-ისადვოკატი დავით მუმლაძე „კვირასთან“ საუბრისას.„სითი პარკი“ ჯარიმის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, დაჯარიმებულს, ჩვენი რესპონდენტების მსგავსად, საურავები ერიცხება. ჯარიმისა და საურავების ამოღების მიზნით კი კომპანია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს, რომელიც დაჯარიმებული პიროვნების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ტიპის ქონებას, საბანკო ანგარიშებს აყადაღებს.როგორც ადვოკატი დავით მუმლაძე აცხადებს, ეს კანონმდებლობის სერიოზული ხარვეზია, რომელიც ადამიანის ინტერესებსა და უფლებებს არღვევს. განსაკუთრებით კი მეწარმე სუბიექტები ზარალდებიან, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ვერ ახორციელებენ.დავით მუმლაძე: „ხშირად გვქონია პრაქტიკაში ისეთი შემთხვევები, როცა სითი პარკის ჯარიმის გამო, მოქალაქეები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილან. სულ ცოტა ხნის წინ, მოგვმართა მოქალაქემ, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროებოდა, თუმცა „სითი პარკის“ ჯარიმის გამო, საბანკო ანგარიშები და მთლიანი ქონება დაყადაღებული ჰქონდა. შედეგად ,ოპერაციის გადადებამ მოუწია და მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრა. არ შეიძლება 150 ლარის გამო, მოქალაქეს რამდენიმე ათასიანი ან მილიონიანი ქონებადაუყადაღოდაშელახომისი უფლებები. კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილება, სადაც მითითებული იქნება ის, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არ იქნება უფლებამოსილი, მსგავს შემთხვევებში მოახდინოს დაჯარიმებულიპიროვენებისქონების დაყადაღება და მხოლოდ იმ ოდენობის თანხა დააკავოს, რამოცულობისაცააჯარიმა.“მორიგი კანონდარღვევა, რომელსაც „სითი პარკი“ ახორციელებს, 6თვის გასვლის შემდეგ, ჯარიმის გადახდევინების მიზნით, იძულებითი ღონისძიების განხორციელებაა. საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე მუხლის თანახმად, დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ არ აღსრულდება, თუ იგი მიქცეული არ იყო აღსასრულებლად დადგენილების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში.ადვოკატები კი აცხადებენ, რომ კანონმდებლობის აღნიშნული ნორმა იმ მარტივი მიზეზით ვერ მუშაობს, რომ მის შესახებ დაჯარიმებულთა უდიდეს ნაწილს ინფორმაცია არ აქვს.„თუ დაჯარიმებიდან 6 თვის ვადაში “სითი პარკმა” არ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, დადგენილების აღსრულების მიზნით, იძულებითი ღონისძიება აღარ უნდა განხორციელდეს დაჯარიმებულის მიმართ. ჯარიმის ხანდაზმულობის გამო, მომხმარებელს შეუძლია, აღნიშნული თანხა აღარ გადაიხადოს, თუმცა მოქალაქეთა ინფორმირებულობის ნაკლებობით სარგებლობს „სითი პარკი“ და 6 თვის გასვლის შემდეგ, მაინც ატარებს იძულებით ღონისძიებებს და მოტყუებული მოქალაქე ხშირად ათასობით ლარს ტყუილად იხდის“, – აღნიშნავს ადვოკატი მუმლაძე.როგორც “სითი პარკის“ იურისტი თამარ შუბითიძე „კვირასთან“ საუბრისას განმარტავს, ჯარიმის ფურცლისარჩაბარებაპასუხისმგებლობიდანმოხსნას არ ნიშნავს:„ჯარიმის ფურცლის ჩაბარების უფლებამოსილება აქვს დაჯარიმებული მძღოლის ოჯახის წევრსაც, იმ შემთხვევაში, თუ ის უარს იტყვის ჯარიმის ჩაბარებაზე, რამდენიმე დღის შემდეგ, ჯარიმის ფურცელი კვლავ მიდის დაჯარიმებული მძღოლის იურიდიულ მისამართზე. ამის შემდეგ, თუ მძღოლის ოჯახის წევრი უარს აცხადებს ჯარიმის ფურცლის ჩაბარებაზე, დამრღვევის მიმართ იწყება კანონით გათვალისწინებული პროცედურები და მას ეძლევა 30-დღიანი ვადა ჯარიმის გადასახდელად. ჯარიმის ფურცლისარჩაბარებაარ არის პასუხისმგებლობის მოხსნის მექანიზმი. ამით კანონდამრღვევი მაინც ვერ შეძლებს, დაემალოს სახელმწიფო გადასახადს და ჯარიმის აღსრულებას.ოჯახის წევრის მხრიდან ჯარიმის ფურცლის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მეორედ უნდა მივიდეს ფოსტის წარმომადგენელი დაჯარიმებული პირის იურიდიულ მისამართზე, რადგან შესაძლებელია, რომ დაჯარიმებულის ოჯახის წევრს, ჯარიმის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეს. ამიტომ, პირველ ჯერზე, უფლება აქვს, განაცხადოს უარი. ფოსტის წარმომადგენელს ვალდებულება აქვს, რომ მისამართზე მისი პირველი მისვლიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ – რამდენიმე დღეში, მეორედაც მიიტანოს ქვითარი. მეორე მისვლის შემდეგ, ოჯახის წევრის მხრიდან ჯარიმის ფურცლის ჩაბარებაზე უარის თქმა აღიქმება, როგორც გააზრებული, წინასწარ განზრახული ქმედება, რომელიც თავის არიდების მიზნით არის ნაკარნახევი. თუ ოჯახის წევრი მეორედაც უარს იტყვის ჩაბარებაზე, ამის შემდეგ იწყება 30-დღიანი ვადის ათვლა ჯარიმის გადახდისათვის.არაერთი რეალური ისტორია არსებობს, როცაავტომფლობელიამბობს, რომ არც მას და არც მისი ოჯახის წევრს არ ჩაუბარებია ჯარიმის ქვითარი, თუმცა მისთვის გამოწერილ ქვითარზე არსებობს ხელმოწერა.„ადამიანები, რომლებიც მიდიან დაჯარიმებული მოქალაქეების მისამართებზე და მიაქვთ შესაბამისი ფურცლები, არ არიან ჩვენი კომპანიის თანამშრომლები, ისინი არიან სხვადასხვა ფოსტის მიერ დაქირავებული მუშაკები. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი არეთანხმება ხელმოწერილ ანხელმოუწერელდოკუმენტს, მაგალითად თვლის, რომ ხელმოწერა გაყალბებულია, ჩვენი რჩევა და მოწოდებაა, რომ მიმართოს პოლიციას. დოკუმენტის გაყალბება დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით, ვერც ჩვენ და ვერც ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ვერ დავადგენთ დოკუმენტის სიყალბეს, რადგან ჩვენსკომპეტენციებსსცდება და ექსპერტიზის ჩატარების საშუალება არ გვაქვს.“აღსრულების ეროვნულ ბიუროში კი აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე, ხდება მოქალაქის გაფრთხილება, რომ საკუთარი სურვილით დაფაროს ჯარიმა.„ხდება მოვალის გაფრთხილება, ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ამასთანავე, მოვალე რეგისტრირდება მოვალეთა რეესტრში და იწყება მისი ქონების მოძიება და დაყადაღება. აღსანიშნავია ასევე, ის გარემოებაც, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს სთავაზობსგანწილვადებისსერვისს. მოვალეს აქვს უფლება, მოითხოვოს თანხისგანწილვადებარამდენიმე თვეზე, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე. სერვისი ეხება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანხმობით, ხოლო სხვასაქმეებზე – კრედიტორის თანხმობით“, – აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.რაც შეეხება მასშტაბური პრობლემიდან გამოსავალს, უფლებადამცველები, იურისტები, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები – ყველანი ერთხმად მიიჩნევენ, რომ ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მოქალაქეებს ქონება და ანგარიშებს არ უნდაუყადაღებდნენ.საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე: “ყველაზე დრაკონული, რაც დღევანდელ მოქმედ კანონმდებლობაშია, არის ის, რომ “სითი პარკის” მიერ გამოწერილი 10-ლარიანი ჯარიმა, გადაუხდელობის შემთხვევაში, გარდაისახება 150-ლარიან ჯარიმად. მძღოლს აჯარიმებს ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ აღსრულების ბიუროდან შპს „სითი პარკის სახელით“ მოსდის ჯარიმა, პირადი ქონების, ან ანგარიშების დაყადაღების თაობაზე. ავტომობილის ტროტუარზე არასწორი პარკირება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, მაგრამ საქმე ქონების დასაბანკოანგარიშისდაყადაღებამდეარ უნდა მიდიოდეს.“საადვოკატო ბიურო „Ok & СG“-ის ადვოკატი დავით მუმლაძე კი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად კანონში შესატან ცვლილებებთან ერთად, „სითი პარკის“ ონლაინ პლატფორმის დახვეწასაც მიიჩნევს, სადაც ნებისმიერი ავტომობილის მფლობელი საკუთარ მობილურ ტელეფონსა და ფაქტობრივ მისამართს მიუთითებს. აღნიშნულით კი მომხმარებლების გაურკვეველისაურავებისგან თავის არიდება იქნება შესაძლებელი. საუბარია „სითი პარკის“ წარმომადგენლების მხრიდანდაჯარიმებულისთვისჯარიმის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნაზე.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში