error1248 2017.06.19
„ადამიანს გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროებოდა, თუმცა სითი პარკის ჯარიმის გამო მთლიანი ქონება დაყა
„სითი პარკი“ ჯარიმის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმებულს, ჩვენი რესპონდენტების მსგავსად, საურავები ერიცხება. ჯარიმისა და საურავების ამოღების მიზნით კი კომპანია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს, რომელიც დაჯარიმებული პიროვნების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ტიპის ქონების, საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ახდენს. როგორც ადვოკატი დავით მუმლაძე აცხადებს, ეს კანონმდებლობის სერიოზული ხარვეზია, რომელიც ადამიანის ინტერესებსა და უფლებებსარღვევს. განსაკუთრებით კი მეწარმე სუბიექტები ზარალდებიან, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ვერ ახორციელებენ. დავით მუმლაძე: „ხშირად გვქონია პრაქტიკაში ისეთი შემთხვევები, როცა სითი პარკის ჯარიმის გამო მოქალაქეები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილან. სულ ცოტა ხნის წინ მოგვმართა მოქალაქემ, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროებოდა, თუმცა „სითი პარკის“ ჯარიმის გამო საბანკო ანგარიშები და მთლიანი ქონება დაყადაღებული ჰქონდა. შედეგად , ოპერაციის გადადება მოუწია და მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრა. არ შეიძლება 150 ლარის გამო მოქალაქეს რამდენიმე ათასიანი ან მილიონიანი ქონება დაუყადაღო და შელახო მისი უფლებები. კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილება, სადაც მითითებული იქნება ის, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არ იქნება უფლებამოსილი მსგავს შემთხვევებში მოახდინეს დაჯარიმებული პიროვენების ქონების დაყადაღება და მხოლოდ იმ ოდენობის თანხის დაკავება მოახდინოს, რა მოცულობისაცაა ჯარიმა.“
სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში