error1671 2017.07.17
იურიდიული კომპანია „OK & CG” ინოვაციური პროექტის, ბროკერთა პროფესიული კურსის მხარდამჭერია
იურიდიული კომპანია „OK & CG“ -ის ადვოკატები ბროკერთა პროფესიული კურსის მსმენელებისთვის ლექციებს უძრავი ქონების მართვა/რეალიზაციის სამართლებრივ საკითხებზე წაიკითხავენ.„მოხარულნი ვართ,რომ ამ ინოვაციურ პროექტს ვუჭერთ მხარს. მიმაჩნია, რომ საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის დარეგულირებისთვის აუცილებელია სერტიფიცირებული,მაღალკვალიფიციური ბროკერების არსებობა. მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად, მნიშვნელოვანია, რომ უძრავი ქონების აგენტებმა იცოდნენ უძრავი ქონების მყიდველ-გამყიდველს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პრინციპები და ზოგადად, უძრავი ქონების რეალიზაციისას მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები. ვფიქრობ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის გაჯანსაღებასა და უძრავი ქონების უკვე არსებული თუ პოტენციური მფლობელების უფლებების დაცვას“, – განაცხადა საადვოკატო ბიურო OK & CG-ის დამფუძნებელმა, ოთარ კაჭკაჭაშვილმა.ბროკერთა პროფესიული კურსი სექტემბრიდან დაიწყება. სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე:http://okgroupconsulting@gmail.com. წყარო : kvira.ge
სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება