error1222 2017.07.25
1 აგვისტოდან საკვებ პროდუქტებში მარგარინის გამოყენებაზე შეზღუდვები წესდება
მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა, რომ რეგულაციატრანსცხიმებისგამოყენებაზე დაწესდება. ტრანსცხიმებიარის მცენარეული ცხიმების გადამუშავებით მიღებული ცხიმები, რომელიც ფართო მოხმარებაში ცნობილია მარგარინის დასპრეისსახელით. თუკი გადამუშავების პროცესი არ მიდის სრულყოფილად, რაც ძვირი ჯდება, მიღებული ცხიმები ჯანმრთელობისთვის მავნებელია და შესაბამისად,საერთაშორისო დონზე უკვე არსებობს მოთხოვნა, რომ ნებისმიერ პროდუქტს, სადაც გამოყენებულია ეს ცხიმები, უნდა ეწეროს შემცველობა.საერთაშორისო სტანდარტით, 100 გრამ პროდუქტზეტრანსცხიმებისშემცველობა 1-2 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. მთავრობის დადგენილებით კი განისაზღვრა, რომ საქართველოში 100 გ მზა სურსათშიტრანსცხიმისშემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს. ხოლო ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათი არ უნდა შეიცავდესტრანსცხიმს. ამასთან, დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ მზა სურსათზე, რომელიც შეიცავსტრანსცხიმს, მიღებულს ისეთი პროცესებისაგან, როგორიცაა: ა) მცენარეული ცხიმისჰიდროგენიზაცია; ბ) მცენარეული ცხიმის მაღალ ტემპერატურაზეექსტრაქცია(არანაკლებ 110°C-ისა); გ) სურსათის შეწვა ან/და გაცხელება მცენარეულ ცხიმში.
სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში