“2016 წლის 1 აგვისტოდან მიწის რეგისტრაციის რეფორმა ამოქმედდა, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივება გახლავთ”,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საადვოკატო ბიურო OK & CG-ის ადვოკატმა, ქეთევან ქავთარაძემ განაცხადა.
ქეთევან ქავთარაძის ინფორმაციით, რეფორმა არაეფექტურია. მისი თქმით, მოქალაქეებისთვის რეგისტრაციის პროცესი, გამარტივების ნაცვლად, გართულდა. „სანამ რეფორმა ამოქმედდებოდა, განმცხადებელს თავად უწევდა არაერთი დოკუმენტის: მიწაზე უფლების დამდგენი დოკუმენტაციის მოძიება/შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვა და საჯარო რეესტრში წარდგენა, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ კი - საჯარო რეესტრს დაევალა განმცხადებლის მიწის საკუთრების უფლების დამდგენი ყველანაირი დოკუმენტების მოძიება. საჯარო რეესტრი არასრულყოფილ ინფორმაციას ითხოვს სხვადასხვა უწყებიდან, ამ უკმარისობის გამო კი პროცედურის გახანგრძლივება ხდება, რაც მიწის მესაკუთრეს მეტად აფერხებს. დღემდე, 1 წლის წინ შეტანილ განცხადებაზე არაერთი ადამიანი ელის პასუხს“, -განაცხადა ქეთევან ქავთარაძემ.
ქეთევან ქავთარაძის ინფორმაციით, პრობლემის გართულებას რამდენიმე გარემოებაც იწვევს. ადვოკატი ყურადღებას ვადების გახანგრძლივებაზე ამახვილებს, რომელიც სარეგისტრაციო განცხადებების განხილვას ეხება. „ როდესაც განცხადებას საჯარო რეესტრი აღიარების კომისიას უგზავნის, პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ , რომ უმეტეს შემთხვევაში, მიწაზე საკუთრების უფლების აღაირებაზე პასუხი უარყოფითია. თავად კომისიის წევრებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ საჯარო რეესტრი ისეთ განცხადებებს უგზავნის, რომელზე პასუხიც თავისთავად ცხადია და აღარ საჭიროებს კომისიის დეტალურ შესწავლას. უმჯობესი იქნება, რომ პროცედურების ხელოვნურად გართულებას თავი აარიდოს საჯარო რეესტრმა და მოქალაქეც ტყუილად არ ამყოფოს მოლოდინის რეჟიმში. გარდა ამისა, კომისია ძველი კანონმდებლობით ხელმძღვანელობს, რასაც კავშირი არ აქვს მიწის რეგისტრაციის ახალ რეფორმასთან“, – განაცხადა ქეთევან ქავთარაძემ.
OK & CG-ის ადვოკატის, ქეთევან ქავთარაძის განმარტებით, აუცილებელია, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების შესახებ“კანონში შევიდეს ცვლილებები, რომლის თანახმადაც, აღიარების კომისია ვალდებული იქნება, გამარტივებული წესით, პროცედურებით განიხილოს განაცხადი. აღნიშნული პროცედურები კი მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი კანონმდებლობაში.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება