error1351 2017.12.15
2012 წლის შემდეგ, საჯარო მოხელეების განთავისუფლება სამინისტროებსა და თვითმმართველ ქალაქებს 652 269

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კველვის თანახმად, 2012 წლის შემდეგ, საჯარო მოხელეების განთავისუფლებისთვის სამინისტროების მიერ გადახდილი თანხა 373 038 ლარს შეადგენს. აქედან, ყველაზე მეტი განაცდურის გადახდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს  მოუწიათ. კერძოდ,  სამინისტროების მიერ გადახდილი განაცდურის ოდენობა ასეთია:


თავდაცვის სამინისტრო (12 პირი) - 185 634 ლარი;
შინაგან საქმეთა სამინისტრო (9 პირი) - 91 023 ლარი;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (1 პირი) - 38 954 ლარი;
სასჯელაღსრულებისა დაპრობაციის სამინისტრო - (3 პირი) - 31 467 ლარი;
ჯანდაცვის სამინისტრო(1 პირი) - 23 160 ლარი
ლტოლვილთა სამინისტრო - 4 800 ლარი. 

რაც შეეხება თვითმმართველი ქალაქების მიერ გადახდილი განაცდურის ოდენობას; იგი 279 231 ლარს შეადგენს. კერძოდ, 
ფოთის მერია - 122 759 ლარი, 
თბილისის მერია - 122 368 ლარი,
ქუთაისის მერია - 20 367 ლარი, 
თბილისის საკრებულო - 11 560 ლარი  
რუსთავის საკრებულო - 2160 ლარი.


 შეგახსენებთ, რომ კვლევა „საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე წარმოებული სასამართლო დავები სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ“- მოიცავს 2012 წლის 1-ელი იანვრიდან 2017 წლის 1-ელი ნოემბრის ჩათვლით პერიოდს.

 

 

წყარო:IPN.ge

 

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში