საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა, ცვლილება შეიტანოს ახალმიღებულ კონსტიტუციის ტექსტში და გააუარესოს საჯარო ინფორმაციის დაცვის კონსტიტუციური სტანდარტი.
საქართველოს კონსტიტუციისმე-18 მუხლის დღეს მოქმედი რედაქციით, ადამიანს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას ან სხვა პირის კომერციულ, პროფესიულ ან პირად საიდუმლოებას. იუსტიციის სამინისტრო კი, მათ მიერ შეთავაზებული პროექტით, ამ ოთხი კომპონენტის არეალის გაზრდას ითხოვს. კერძოდ, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სანდრო ბარამიძის განმარტებით, „მითითებული უფლებების განხორციელება (იგულისხმება საჯარო ინფორმაციის მიღება) შეიძლება, კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში: სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფრომაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“.
დაგეგმილ ცვლილებას განცხადებით გამოეხმაურა საადვოკატო ბიურო „Ok&CG“.
„ინიციატივა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო გვთავაზობს, ჩვენი მხრიდან ნეგატიურად ფასდება, რადგან იგი ზიანს აყენებს სახელმწიფოს განვითარებას. როდესაც საუბარია დემოკრატიასა და გამჭვირვალობაზე, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვის დაგზრდა ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. ზოგადად, არც ერთი კანონი არ უნდა შეიცავდეს რაიმე ბუნდოვან ან ორაზროვან განმარტებებს; ეს ცვლილება კი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რადგან შესაძლოა, ინფორმაციის გამცემ ორგანოს შეუძლია, თავისი გადაწყვეტილებისამებრ, თუნდაც სრულიად დაუსაბუთებლად თქვას უარი ინფორმაციის გაცემაზე.
მე-18 მუხლის დღეს მოქმედი რედაქცია, არ შეიცავს ისეთი ტიპის ხარვეზს, რომ მისი ცვლილების, თანაც ამ ფორმით შეცვლის, საჭიროება იყოს და რაც მთავარია, მორგებულია დემოკრატიის პრინციპებს, რომლის მთავარი ამოსავალიც არის მოქალაქე და მისი ერთ-ერთი უმთავრესი უფლება- შეუზღუდავად მიიღოს ინფორმაცია; შესაბამისად, სახელმწიფომ ამ ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესების ნაცვლად, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდაზე უნდა იზრუნოს.“
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა, ცვლილება შეიტანოს კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რაც საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვების გაფართოვებას გულისხმობს.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში