error1460 2017.12.18
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს 23 დეკემბერს აირჩევენ

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური 23 დეკემბეს გაიმართება-ამის შესახებ განცხადება, ასოციაციის ოფიციალურ გვერდზე დღეს გავრცელდა.

 

 მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით,  თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას დავით ასათიანი (1129 ხმა) და ლევან ჯანაშია (635 ხმა) მიიღებენ.

 ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე ამის მიზეზად წესდებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც, „კანდიდატს პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საერთო ხმების ნახევარზე მეტი სჭირდება“.

 ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, ადევოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირჩევს საერთო კრება, დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. თუმცა, ამჯერად კომისიამ მიიჩნია, რომ კრებაზე დამსწრე წევრთა რაოდენობა უნდა განისაზღვროს კრებაზე რეგისტრაციაგავლილ ადვოკატთა რაოდენობიდან. ამ შემთხვევაში, კრებაზე სულ რეგისტრირებული იყო 2324 წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ უბრალო უმრავლესობა ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა და საჭირო გახდა მეორე ტურის დანიშვნა - ნათქვამია არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.
 

 შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრების გამოსავლენად არჩევნები ჩატარდა. არჩევნების პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა და თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა.  

 

 

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში