მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებს, შესაძლოა, კიდევ ერთი კომპნონენტი დაემატოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდე სხდომაზე იმსჯელებს.
საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განაცხადებით, იზრდება კანდიდატის მიუკერძოებლობის შეფასების არეალი და ამიერიდან მისი პროცესში მხარედ ჩართულობის ისტორიაც განიხილება.
„რაც შეეხება შერჩევის წესს, ეს ცვლილებები განპირობებულია საერთო სასამართლოების სისტემის რეფორმის ფარგლებში. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს სტრატეგია, რომელსაც აქვს ორწლიანი სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში საბჭოს გარკვეული ვალდებულებები აქვს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი ცვლილება, რომელიც დღეს განიხილება, ეხება სწორედ კანდიდატებთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, თუ როგორ შეიძლება, მოხდეს იმ საკითხების შესწავლა, რომ ესა თუ ის კანდიდატი იქნება მიუკერძოებელი. საუბარია იმაზე, რომ ემატება ერთი კომპონენტი და ეს გახლავთ კანდიდატის მონაწილეობა სასამართლო განხილვებში, როგორც მხარედ, ანუ როდესაც მის მიმართ არის წარმოებული ადმინისტრაციული ან სამოქალაქო საქმე, როგორი იყო მისი ქცევა ასეთი სამართალწარმოების დროს,“- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
აქამდე, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/308 გადაწყვეტილების კონსოლიდირებული ვერსიით, კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები ასე გამოიყურება:
1.„მოსამართლეოიბს კანდიდატების შეფასება ხორციელდება ორი ძირითადი კრიტერიუმის - კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე. “
2.კეთილსინდისიერების ძირითადი კრიტერიუმების მახასიათებლებია:
ა)პიროვნული და პროფესიული კეთილსინდისიერება;
ბ)დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სამართლიანობა;
გ)სამოსამართლო ტემპერამენტი და პროფესიული ქცევა;
დ)საქმიანი მორალი და რეპუტაცია;
3.კომპეტენტურობის ძირითადი კრიტერიუმების მახასიათებლებია:
ა)პროფესიული კომპეტენცია და სამართლებრივი დასაბუთების უნარი;
ბ)მენეჯერული და სხვა პროფესიული უნარები;
გ)წარსული საქმიანობა გამოცდილება;
დ)აკადემიური მიღწევები და პროფესიული ზრდა;
ე)წერის უნარი;
ვ)ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ სულ 8 საკითხს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ 82 კანდიდატთან გასაუბრებას 26 დეკემბრიდან დაიწყებს.
წყარო: IPN.ge
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება