მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა 26 452 ვიდეოჯარიმა დააფიქსირა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია ნათქვამი. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაიწერა. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით 10 ქალაქში დამონტაჟებულმა ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა 1-ელი ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, დაშვებულზე 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობის 9 433 შემთხვევა დააფიქსირა.
8016 ვიდეოჯარიმა დაიწერა საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის წესების დარღვევის, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობაზე, რამაც საგზაო მოძრაობა შეაფერხა ან საშიშროება შეუქმნა მოძრაობის უსაფრთხოებას.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 3499 ჯარიმა გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევაზე დაიწერა.
ე.წ. ჭკვიანი კამერების მიერ 2 322 მძღოლი დაჯარიმდა ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობის, ასევე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობის გამო.
რაც შეეხება ღერძულა ხაზის გადაკვეთას, ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა აღნიშნული სამართალდარღვევის 1746 ფაქტი გამოავლინეს. 525 ჯარიმა კი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის დაიწერა.
1-ელი ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით ე.წ. ჭკვიანი კამერების მიერ ასევე უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის 55, მობილურ ტელეფონზე საუბრის 125, ქვეითებთან მიმართების საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 283, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობის, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევის, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნის 255 და დაშვებულის სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბების 153 ფაქტი დაფიქსირდა.
წყარო:IPN.ge
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში