error1402 2017.12.19
საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას 23 ახალი მედიატორი ჰყავს

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიატორთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. 23 მედიატორს პროფესიული სერტიფიკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვასილ მშვენიერაძემ გადასცა.

 

მედიაციის ტრეინინგისათვის მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე განხორციელდა და მათ 56-საათიანი ინტენსიური კურსი გაიარეს. სასამართლოს მედიატორთა ტრეინინგის პროგრამა საერთაშორისო მეთოდოლოგიის გათვალისწინებით მომზადდა.

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის მონაცემებით, სასამართლო მედიაციაზე მომართვიანობამ საგრძნობლად იმატა. მედიაცია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ნაწილია და იგი დავების ალტერნატიული მოგვარების მეთოდია. მისი განვითარება უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასამართლოს განტვირთვას.

 

 ტრეინინგები თბილისის საქალაქო სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეგიდით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა. ასევე, მედიაცია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი მოთხოვნაა.

 

 ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - გიორგი მიქაუტაძე, საბჭოს წევრები, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში, შომბი შარპი.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში