error1529 2017.12.25
„OK&CG“ დავით ასათიანს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს - 23 დეკემბერს სპორტის სასახლეში გამართულ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში დავით ასათიანმა გაიმარჯვა.

 არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 1022 -მა ადვოკატმა გაიარა,  არჩევნებში მონაწილეობა კი 953-მა ადვოკატმა მიიღო, საიდანაც 922-მა ადვოკატმა არჩევანი დავით ასათიანის სასარგებლოდ გააკეთა.

 

 „ადვოკატთა ასოციაცია დარჩება დამოუკიდებელ ორგანიზაციად და თვითმმართველობა შენარჩუნდება. განმეორებითი ნდობისათვის მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ ადვოკატს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში და კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება,”- განაცხადა დავით ასათიანმა.

 

 საადვოკატო ბიურო „OK&CG“ ულოცავს ბატონ დავით ასათიანს მეორე ტურში  მოპოვებულ ლეგიტიმურ გამარჯვებას და მომდევნო ოთხი წლის მანძილზე საქმიანობის წარმატებით განხორციელებას უსურვებს!

 

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციამ დავით ასათიანი თავმჯდომარის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩია.

 

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში