„სხვადასხვა ქვეყანაში, პოლიცია სხვადასხვა ფორმით ახორციელებს კონტროლს უსაფრთხოებაზე, მოსახლეობის სიმშვიდეზე, დანაშაულის პრევენციაზე და ა.შ.“
ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც მეხსიერებაში კიდევ გვაქვს ე.წ. „გაიშნიკები“, ე.წ. კომუნისტური მმართველობის რეჟიმი, რეიდები და ა.შ, ვფიქრობთ, რომ ასეთი ფორმით ჩატარებული პოლიციური კონტროლი ადამიანებში იწვევს იმ ძველი პერიოდის ასოციაციას, რომელიც მთელმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ დავგმეთ, რადგან ეს არის არადემოკრატიული მმართველობის ფორმა, რაც არავის უნდა, რომ დაბრუნდეს.
გარდა ამისა, რამდენად აუცილებელი იყო ან რამდენად გადაუდებელი იყო ეს ე.წ. რეიდები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ინფორმაცია ამასთან დაკავშირებითაც არ გვაქვს.
ჩვენი მიდგომა იქნებოდა, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები მაქსიმალურად ფაქიზად ჩატარდეს; საზოგადოება არ უნდა აწყდებოდეს ისეთი ტიპის უსიამოვნო ფაქტებს, როგორიც არის პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით, ან თუნდაც კახეთში , ერთ-ერთ ოჯახში მომხდარი ინციდენტი.
ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კონკრეტულ უწყებასა და მის წარმომადგენლებს აკისრიათ, რადგან მათ უნდა იზრუნონ და ისე ჩაატარონ მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომ ჩრდილი არ მიადგეს ამა თუ იმ ინსტიტუტის და მთლიანად სახელმწიფოს დემოკრატიულობას“.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში