error2131 2017.12.25
„OK&CG“ ე.წ. საპოლიციო რეიდებს ეხმიანება

 „სხვადასხვა ქვეყანაში, პოლიცია სხვადასხვა ფორმით ახორციელებს  კონტროლს უსაფრთხოებაზე, მოსახლეობის სიმშვიდეზე, დანაშაულის პრევენციაზე და ა.შ.“

 

 ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც მეხსიერებაში კიდევ გვაქვს ე.წ. „გაიშნიკები“, ე.წ. კომუნისტური მმართველობის რეჟიმი, რეიდები და ა.შ, ვფიქრობთ, რომ ასეთი ფორმით ჩატარებული პოლიციური კონტროლი ადამიანებში იწვევს იმ ძველი პერიოდის ასოციაციას, რომელიც მთელმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ დავგმეთ, რადგან ეს არის არადემოკრატიული მმართველობის ფორმა, რაც არავის უნდა, რომ დაბრუნდეს.

 

გარდა ამისა, რამდენად აუცილებელი იყო ან რამდენად გადაუდებელი იყო ეს ე.წ. რეიდები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ინფორმაცია ამასთან დაკავშირებითაც არ გვაქვს.

 

 ჩვენი მიდგომა იქნებოდა, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები მაქსიმალურად  ფაქიზად ჩატარდეს; საზოგადოება არ უნდა აწყდებოდეს ისეთი ტიპის უსიამოვნო ფაქტებს, როგორიც არის პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით, ან თუნდაც კახეთში , ერთ-ერთ ოჯახში მომხდარი ინციდენტი.  

 

ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კონკრეტულ უწყებასა და მის წარმომადგენლებს აკისრიათ, რადგან მათ უნდა იზრუნონ და ისე ჩაატარონ მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომ ჩრდილი არ მიადგეს ამა თუ იმ ინსტიტუტის და მთლიანად სახელმწიფოს დემოკრატიულობას“.

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება