ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს.
კერძოდ, 2012 წლის მდგომარეობით დასაქმებული იყო 101 საშტატო და 2 შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2016 წლის მდგომარეობით - 76 საშტატო და 5 შტატგარეშე თანამშრომელი.
2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით მოქმედი საშტატო ნუსხის მიხედვით, აპარატში განსაზღვრულია 73 საშტატო ერთეული. თუმცა, იმავე პერიოდისათვის შტატით ფაქტობრივად დასაქმებული იყო 53 თანამშრომელი, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა რიცხვი გაზრდილია 31-მდე.
მიუხედავად იმისა რომ, 2017 წლის მდგომარეობით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მოქმედი საშტატო ნუსხის ანალიზიდან გამომდინარე, ორგანიზაცია აპარატის სტრუქტურის ოპტიმალურ და ეფექტიან ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები საეჭვოდ ეჩვენება.
„კერძოდ, აპარატის საშტატოს ნუსხა აერთიანებს 7 სხვადასხვა დეპარტამენტს, რომელთა შორის ვხვდებით ისეთებს, სადაც მისი ხელმძღვანელის ჩათვლით დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხვი მხოლოდ 3-ს უტოლდება. მაგალითად საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში საშტატო ნუსხით განსაზღვრულია მხოლოდ უფროსი და 2 მთავარი მრჩეველი, ადამიანური რესურსების დეპარტამენტში სულ 4 თანამშრომელი, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში სულ 5 თანამშრომელი. მგავსი მოცულობის სტრუქტურული ერთეულების დეპარტამენტის სტატუსით ფორმირება, წარმოშობს აპარატში დამატებით მაღალი თანამდებობის პირების საშტატო ერთეულებს, რაც ხელს უწყობს ბიუროკრატიული ხარჯების ზრდას“- ნათქვამია ანგარიშში.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში