error1526 2018.01.03
დავების განხილვის საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება იწყება

4 იანვრიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ერთი წევრის შერჩევის მიზნით, საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება იწყება. 


„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს საქმიანობის წესის“ თანახმად, საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი და აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) იყოს პროფესიით იურისტი ან ეკონომისტი;

ბ) ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;

გ) ფლობდეს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის საბაზისო ცოდნას. 

საბჭოს წევრი ვერ იქნება პირი, რომელიც იკავებს საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას. შეუთავსებელ თანამდებობად და საქმიანობად ითვლება: ა) შემსყიდველ ორგანიზაციაში დასაქმება ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველობა/ პრეტენდენტობა/ მიმწოდებლობა; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის/ პრეტენდენტის/მიმწოდებლის წარმომადგენლობა; გ) კონსულტაციის გაწევა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველისთვის/პრეტენდენტისთვის/მიმწოდებლისთვის.

ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან დასაშვებია მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენა. 

განაცხადი უნდა შეიცავდეს კანდიდატის შესახებ იმ ინფორმაციას, რომელიც მოთხოვნილია გამოცხადებულ ვაკანსიაში. განაცხადების დადგენილ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებასა და გადარჩევას ზემოაღნიშნული ბრძანების მოთხოვნათა გათვალისწინებით უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს აპარატი.

განცხადებების მიღების პროცესი 22 იანვარს დასრულდება. საბჭოს წევრის კანდიდატის თაობაზე, განაცხადების მიღების შემდგომ ჩატარდება არჩევნები. 

არჩევნების თარიღი დამატებით გამოცხადდება და ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, თუკი იგი დააკმაყოფილებს ზემოხსენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ექნება მასში მონაწილეობის უფლება.

არჩევნების მონაწილეები (არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები) ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ დავების საბჭოს წევრობის მათთვის მისაღებ კანდიდატს.

საბჭოს წევრად დაინიშნება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელსაც აირჩევენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საგულისხმოა, რომ არჩეული კანდიდატი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წარედგინება სააგენტოს თავმჯდომარეს, რომელიც წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში ნიშნავს წარდგენილ კანდიდატს საბჭოს წევრად.

საბჭოს წევრი აირჩევა 1 წლის ვადით.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის სხდომებზე დასწრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა. იგი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს შინაგანი რწმენით და მოქმედებს დამოუკიდებლად, მათ შორის წარმომდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისგან. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება კვირის განმავლობაში 4-5-ჯერ”, - განმარტავენ შესყიდვების სააგენტოში.

ცნობისთვის, საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

 

წყარო: Ipn.ge

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში