2017 წლის 11 თვეში საქართველოს საერთო სასამართლოებმა 14 767 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს.
საერთო სასამართლოების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა. პირველი ინსტანციის სასამართლომ 12 621 საქმე მთლიანად 14 046 პირის მიმართ განიხილა, საიდანაც განაჩენი 12 293 საქმეზე, 13 645 პირის მიმართ დადგა,
რაც შეეხება მსჯავრდებულთა სტატისტიკურ მონაცემებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილული საქმეების შედეგად, მსჯავრი 13 258 პირს დაედო, საიდანაც 3 251 ადამიანს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, პირობითი მსჯავრი დაედო 5 859 პირს, ჯარიმა შეეფარდა 2 834 ადამიანს, ხოლო საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 1 251 პირს.
ამნისტიით ან სხვა საფუძვლით გათავისუფლდა 24 პირი, ხოლო შინაპატიმრობა შეეფარდა 36 პირს.
საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული 12 621 სისხლის სამართლის საქმიდან, 8 614-ზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სულ, საპროცესო შეთანხმება 9 560 ბრალდებულს დაუმტკიცდა.
გარდა ამისა, 2017 წლის 11 თვეში სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა 116 საქმეზე, 128 პირის მიმართ, დამატებით ძიებაში კი 212 საქმე დაბრუნდა.
რაც შეეხება გამამართლებელ განაჩენებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილული საქმეებიდან, გამამართლებელი განაჩენი 205 პირის მიმართ დადგა, ნაწილობრივ კი 108 ადამიანი გამართლდა.
თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 11 თვეში 1500 საქმე განიხილა 1 707 პირის მიმართ, საიდანაც გამამტყუნელები განაჩენი შეიცვალა გამამართლებელით 14 საქმეზე 15 პირის მიმართ, საქმე შეწყდა 1 შემთხვევაში. სასჯელი შეუმსუბუქდა 222 პირს, სასჯელი პირობითი მსჯავრით შეეცვალა 3 ადამიანს.
უზენაესმა სასამართლომ კი 646 საკასაციო სარჩელი განიხილა 755 პირის მიმართ. გამამტყუნელები განაჩენი გაუქმდა და გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი 4 საქმეზე 5 პირის მიმართ. 17 ადამიანის მიმართ 13 საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია, ხოლო 27 პირის მიმართ 26 საქმეზე სასჯელი შეიცვალა.
წყარო: IPN.ge
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება