საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრს დაასახელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ თანამდებობას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დაიკავებს, თუმცა ადმინისტრაციაში ოფიციალურ წარდგენამდე განმარტებები არ კეთდება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანა დოლიძის გარდა, განიხილებოდა კახა კოჟორიძისა და ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურებიც, თუმცა საბოლოოდ არჩევანი დოლიძეზე შეჩერდა.
დაიკავებს თუ არა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობას, 15 საათზე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას 4 წლის განმავლობაში ვახტანგ მჭედლიშვილი იკავებდა, რომელსაც ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება