error1299 2018.01.08
პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დაასახელა

 საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძე დაასახელა; განცხადება გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

 

 „ჩემი გადაწყვეტილება, ანა დოლიძე დავნიშნო ამ მაღალ და უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, არის გამაგრებული იმით, რაზეც ვილაპარაკე. პროფესიონალიზმით, სიმამაცით, ღირებულებებისადმი  ერთგულებით; და ამ ყველაფერს არა თეორიულად, არამედ ბევრი წლის განმავლობაში  ქალბატონი ანა ამტკიცებდა, რომ იყოაღრესად კვალიფიციური , მამაცი და ქვეყნის ღირებულებების ერთგული იურისტი,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

  ანა დოლიძემ უსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნისთვის პრეზიდენტს  მადლობა გადაუხადა და იმ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ყოფნის პერიოდში გეგმავს.  „მოგახსენებთ სამ ამოცანას, როლებიც ეხება იუსტიციის საბჭოს, სასამართლოსთან მიმართებაში ჩემს ყველაზე მთავარ ამოცანებად მიმაჩნია“. 

 

ანა დოლიძის განცხადებით, სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურება არის ძალიან დიდი სისტემური პრობლემა. „სასამართლო ხელისუფლების ფუნქციაა, ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამ მხრივ ჩვენი ბევრი მოქალაქე ყოველდღე ელოდება განაჩენს, გადაწყვეტილებას ჩვენი სასამართლოებიდან და ეს მოლოდინი ხშირად თვეები და წლებიც კი გრძელდება. საქმეთა გაჭიანურება არის ძალიან დიდი სისტემური პრობლემა, რომელსაც ყველა ჩვენი მოქალაქე, რომელსაც შეხება ჰქონია სასამართლოსთან, თავის თავზე განიცდის. აქედან გამომდინარე ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ სასამართლომ გასწიოს ისეთის მომსახურება, რომელიც იქნება დროული და იქნება ხარისხიანი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ“.

 

გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, „მართლმსაჯულებაში არის პრობლემები, რომლებიც ვერცერთი ხელისუფლების პირობებში ვერ აღმოიფხვრა და 2012 წლის შემდეგაც, მოლოდინის მიუხედავად, მართლმსაჯულება ბევრ კითხვას მაინც.  ვერ პასუხობს. „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება იმ აქილევსის ქუსლად, რომელიც პრობლემად გასდევს ფაქტობრივად ყველა ხელისუფლებას. 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების დროს, ყველას გვქონდა ის მოლოდინი, რომ მართლმსაჯულების სისტემა თვისობრივად გაუმჯობესდებოდა, თუმცა დღეს შეიძლება, ითქვას, რომ საზოგადოების ნდობა, ზოგადად მართლმსაჯულების მიმართ, სამწუხაროდ ბევრ კითხვას ვერ პასუხობს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

 პრეზიდენტ მარგველაშვილის თქმით, დამოუკიდებელი სასამართლო არის სახელმწიფოებრიობისა და მისი დემოკრატიული ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი.  მისი განცხადებით,  სასამართლო უნდა იყოს ერთგვარი ბალანსი სახელმწიფოს მექანიზმების. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ერთ-ერთი ის ორგანო, რომელსაც თავისი მანდატით ევალება უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა. „იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ერთ-ერთი იმ ორგანოთაგანი, რომელსაც თავისი მანდატით ევალება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ეფექტური ფუნქციონირება ზრუნველყოს . არაერთხელ აღგვინიშნავს იმის თაობაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემაში საკანონმდებლო ბაზა ჯერ კიდევ დასახვეწია. მათ შორის, იმაზეც გაგვისვამს ხაზი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბოლომდე გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდიდა ამ ორგანოს, ესეც გასაკეთებელია“.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის კვოტით წარდგენილ საბჭოს არამოსამართლე წევრ ვახტანგ მჭედლიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. საბჭოს ახალი წევრი თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება