error1601 2018.01.09
საგადასახადო დავები ციფრებში

2017 წლის 11 თვეში პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 1 592 საგადასახადო დავა განიხილეს; აქედან, 1 327 საჩივარი სასამართლოებში საგადასახადო ორგანოების მიერაა შეტანილი, 265 საჩივარი კი - ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ.  სასამართლო განხილვების შედეგად, 1 222 საქმე საგადასახადო ორგანოების, 367 საჩივარი კი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ გადაწყდა. 

რაც შეეხება მეორე ინსტანციას. ამ უკანასკნელში 2017 წლის 11 თვეში განიხილეს 156 სააპელაციო საჩივარი, რომლებიც საგადასახადო დავებს ეხებოდა. აქედან 54 საგადასახადო ორგანოების სასარგებლოდ, 101 კი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ დასრულდა. სააპელაციო საჩივრებიდან, ხელახალი განხილვისთვის, პირველ ინსტანციას  მხოლო ერთი დაუბრუნდა.

2017 წლის 11 თვეში უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განიხილა საგადასახადო დავებთან დაკავშირებული 69 საკასაციო საჩივარი, რომელთაგან 19 საქმე ადმინისტრაციული ორგანოების, 49 კი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ დასრულდა. 

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს არც ერთ ინსტანციაში, საგადასახადო დავები მორიგებით არ დასრულებულა. 

 

წყარო: IPN.ge

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში