საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანის და სოციალური კომიტეტის ინიციატივით, აღმასრულებელი საბჭოს სახელით ბავშვთა ჰოსპისს საშობაო საჩუქარი-ბატუტი გადაეცა.
ასოციაციის ცნობით, აღმასრულებელი საბჭოს წევრები გაეცნენ ჰოსპისის შენობას, მოინახულეს პაციენტები და სამომავლოდ, ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიებაც დაგეგმეს.
”2017 წლის იანვრიდან თბილისში პირველი ბავშვთა ჰოსპისი ფუნქციონირებს. "ციცინათელების ქვეყანა" ოჯახური ტიპის პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაა, სადაც უფასოდ ემსახურებიან ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს. თბილისის ბავშვთა ჰოსპისი მსოფლიოს ჰოსპისების სტანდარტებს შეესაბამება.
პალიატიური მზრუნველობა მნიშვნელოვანია იმ მომენტიდან, როდესაც დგინდება, რომ დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება. პალიატიური მზრუნველობა მოიცავს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სულიერ ასპექტებს, რაც პაციენტებს და მათ ოჯახებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგომარეობის შემსუბუქებაში ეხმარება. ჰოსპისის გუნდი ცდილობს ბავშვებს და მათ ოჯახებს დაავადებით გამოწვეული ტკივილი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეუმსუბუქონ და ოცნებები აუხდინონ.
საქართველოს ბავშვთა ჰოსპისი ინდივიდუალური და კერძო დონაციებით არსებობს”, - ნათქვამია ასოციაციის ინფორმაციაში.
წყარო: ipn.ge
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში