error1469 2018.01.11
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

ქვეყნის ახალი უმაღლესი მოსამართლეების ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. 32 სასამართლოში გამოცხადებულ 52 ვაკანტურ თანამდებობაზე 57 კანდიდატი განიხილება. მათ შორის არიან თავად იუსტიციის საბჭოს წევრები, ასევე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოქმედი მოსამართლეები.

 

იმისთვის რომ კანდიდატი მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშოს, იუსტიციის საბჭოს წევრთა მინიმუმ 10 ხმაა საჭირო. 

 

 მოსამართლეობის სურვილი თავდაპირველად 79 პირმა გამოთქვა, რომელთაგან სამმა კანდიდატურა მოხსნა. ესენი არიან: საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძე, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველია, ვასილ მშვენიერაძე, რომელიც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა (მას ინსტანციის შეცვლა უნდოდა), ასევე ნიკოლოზ მარსაგიშვილი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუკონკრეტებიათ თუ რის საფუძველზე მოხსნეს აღნიშნულმა პირებმა კანდიდატურები. შესაბამისად დარჩა 76 კანდიდატი, თუმცა აქედან 19-მა პირმა მოსამართლეობისათვის აუცილებელი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები ვერ გადალახეს. 

 

ამასთან დღევანდელ სხდომაზე კენჭს უყრიან იმ მოსამართლეებს, რომლებსაც მოსამართლედ მუშაობის 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება გააჩნია. ესენი არიან: სერგო მეთოფიშვილი - საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე და მოსამართლე. ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; დავით მამისეიშვილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე; ლევან თევზაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; გიორგი ებანოიძე, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; შოთა გეწაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2013-2017 წლებში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

 

მოქმედი მოსამართლეების მიერ განაცხდის ხელახლა შეტანის მიზეზი, ან გადანიშვნა, ან სამოსამართლეო ვადის ამოწურვაა.

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება