დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის 2017 წლის 15 აგვისტოდან 1 დეკემბრამდე პერიოდში 119 პირია გაფრთხილებული.
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი - 99 ადამიანი თბილისში გააფრთხილეს. სამართალდამცველებმა ხმაურის ფაქტზე 13-ჯერ მოახდინეს რეაგირება აჭარაში. მცხეთა-მთიანეთში მსგავსი შემთხვევა 4-ჯერ დაფიქსირდა, თითო-თითო პირმა მიიღო გაფრთხილება იმერეთში, ქვემო ქართლსა და გურიაში.
წლის განმავლობაში იმავე ქმედების მეორედ ჩადენას ითვალისწინებს, 29 პირი დაჯარიმდა. ჯარიმების გამოწერის თვალსაზრისითაც თბილისი ლიდერობს, სამართალდამცველებმა დედაქალაქის შემთხვევაში რეაგირება 23-ჯერ მოახდინეს. 3 პირზე გამოიწერა ჯარიმა აჭარაში, 2-მცხეთა-მთიანეთში და ერთი პირი დაჯარიმდა ქვემო ქართლში.
იმავე ქმედების კიდევ ერთხელ ანუ მესამედ ჩადენისთვის საქართველოს მასშტაბით 9 პირი დაჯარიმდა, აქედან 4 პირი თბილისში, 2- აჭარაში და 3 - მცხეთა-მთიანეთში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების გამო, რაც ფიზიკური პირის შემთხვევაში 150-ლარიან, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, საქართველოს მასშტაბით ერთ პირი კონკრეტულად თბილისში დაჯარიმდა.
ხმაურის შესახებ კანონის ახალი რეგულაციები ძალაში 2017 წლის 15 აგვისტოდან შევიდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ხმაური დღის საათებში 08:00 საათიდან 23:00 საათამდე, ხოლო ღამის საათებში 23:00 საათიდან დილის 8:00 საათამდე აიკრძალა. ამ პერიოდში ხმაური 40 დეციბელს არ უნდა აჭარბებდეს. შეიზღუდა ნებისმიერი სახის პიროტექნიკის გამოყენებაც. დღის განმავლობაში, საძინებელში შემავალი ხმა 35 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს.
წყარო:allnews.ge
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში