error2912 2018.01.15
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ კომიტეტები და ერთი დროებითი კომისია დაამტკიცა

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ კომიტეტები და ერთი დროებითი კომისია დაამტკიცა, რომლებიც ფუნქციონირებას 2018 წლის 22 იანვრიდან შეუდგება.

 

 საადვოკატო ბიურო  „Ok&CG“ უცვლელად გთავაზობთ კომიტეტების შემადგენლობას: 

 

       1. სამოქალაქო სამართლის კომიტეტი, თავმჯდომარე - თეა ხამხაძე, თანა-თავმჯდომარე - კობა მემანიშვილი;
       2. ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართლის კომიტეტი, თავმჯდომარე - პაატა კიკვიძე, თანა-თავმჯდომარე - პაატა შავაძე;
       3. კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტი, თავმჯდომარე - მარინე ნიქაბაძე, თანა-თავმჯდომარე - ალექსანდრე წულაძე;
       4. ინტელექტუალური საკუთრების კომიტეტი, თავმჯდომარე - გიორგი თაქთაქიშვილი;
       5. სისხლის სამართლის კომიტეტი, თავმჯდომარე - ამირან გიგუაშვილი, თანა-თავმჯდომარე - რამაზ ჩინჩალაძე;
       6. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, თავმჯდომარე - ანა არგანაშვილი;
       7. შრომის სამართლის კომიტეტი, თავმჯდომარე - რაისა ლიპარტელიანი, თანა-თავმჯდომარე - მარიამ ცუცქირიძე;
       8. მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმის კომიტეტი, თავმჯდომარე - თამარ ავალიანი;
       9. ADR - არბიტრაჟი კომიტეტი, თავმჯდომარე - ლაშა არველაძე, თანა-თავმჯდომარე - ნინო მელაძე;
       10. მედიაციის განვითარების კომიტეტი, თავმჯდომარე - თორნიკე ბაქრაძე, თანა-თავმჯდომარე - თამთა დევდარიანი;
       11. ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტი, თავმჯდომარე - გიორგი მდინარაძე, თანა-თავმჯდომარე - ონისე მარგიანი;
       12. საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობათა კომიტეტი,

        თავმჯდომარე - ქეთევან ანდღულაძე, თანა-თავმჯდომარე - გიორგი კონდახიშვილი;
       13. არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის კომიტეტი, თავმჯდომარე - არჩილ კაიკაციშვილი, თანა-თავმჯდომარე - მარიამ საბიაშვილი;
       14. ფინანსური მდგრადობისა და მონიტორინგის კომიტეტი, თავმჯდომარე -ოთარ კაჭკაჭიშვილი, თანა-თავმჯდომარე - მალხაზ ლაფაჩი;
       15. რეგიონებთან ურთიერთობის კომიტეტი, თავმჯდომარე - დარიკო თორდია, თანა-თავმჯდომარე - ფრიდონ სიხუაშვილი;
       16. კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა კომიტეტი, თავმჯდომარე -        ანა ჯალაღონია, თანა-თავმჯდომარე - ზვიად თავაძე;
       17. ადვოკატთა სოციალური დაცვის კომიტეტი, თავმჯდომარე - ელგუჯა ჩხაიძე, თანა-თავმჯდომარე - ვაჟა ჯაოშვილი;
       18. პრო ბონო სერვისების კომიტეტი, თავმჯდომარე - ელზა ლეშკაშელი, თანა-თავმჯდომარე - ლია მასიკაშვილი;
       19. რეპრესირებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის დროებითი კომისია, თავმჯდომარე - თამაზ ჯალიაშვილი.

 

 გარდა ამისა, როგორც ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, ასოციაციამ კომიტეტის წევრობისთვის განცხადებების მიღება უკვე დაიწყო და წევრობის კანდიდატთათვის გამოაქვეყნა განაცხადის ფორმა, რომლის მიხედვითაც, კომიტეტის წევრობის მსურველებს მოეთხოვებათ მოკლე ბიოგრაფია და განაცხადის შევსებული ფორმა. 

 

„კომიტეტების  წევრობის მსურველებმა, გთხოვთ, თქვენი მოკლე ბიოგრაფია და განაცხადის შევსებული ფორმა გამოგზავნოთ არაუგვიანეს 2018 წლის 20 იანვრის 18:00 საათისა ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@gba.ge. შერჩეულ კანდიდატებს შედეგები ეცნობებათ არაუგვიანეს 2018 წლის 22 იანვრისა.შეტყობინების საგნის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ იმ კომიტეტ(ებ)ის დასახელება, სადაც გსურთ გაწევრიანება.გაითვალისწინეთ, რომ დასაშვებია განაცხადი წარადგინოთ არაუმეტეს 3 კომიტეტის წევრობისათვის, სადაც თქვენი კანდიდატურა განიხილება განაცხადში მითითებული პრიორიტეტით/თანმიმდევრობით,“-ნათქვამია განცხადებაში.

 

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება