საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელი, ოთარ კაჭკაჭაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ ფინანსური მდგრადობისა და მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია.
ოთარ კაჭკაჭაშვილს მიაჩნია, რომ სიახლე (სხვადასხვა კომიტეტის შექმნა), რომელიც ადვოკატთა ასოციაციის ახალმა გუნდმა დანერგა, ასოციაციის მუშაობას ბევრად ეფქტურსა და ნაყოფიერს გახდის.
„გასულ წლებში ადვოკატთა ასოციაციის წევრთა უმრავლესობას არ ჰქონდა შესაძლებლობა, თავად მიეღო მონაწილეობა ამა თუ იმ აქტივობაში; ასოციაციის ახლადარჩეულმა გუნდმა კი გადაწყვიტა, რომ ადვოკატთა ასოციაციის ყველა წევრი უფრო აქტიურად ყოფილიყო ჩართული ადვოკატთა ასოციაციის ცხოვრებაში. ამიტომ, ვფიქრობ, ეს სიახლე ბევრად უფრო აქტიურს და ნაყოფიერს გახდის ასოციაციის მუშაობას,“ - განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.
რაც შეეხება იმ კომიტეტს, რომელსაც ოთარ კაჭკაჭაშვილი უხელმძღვანელებს. როგორც თავად განმარტავს, „ფინანსური მდგრადობის და მონიტორინგის კომიტეტის“ ფუნქცია ასოციაციაში მოქმედ კომიტეტთა და მართვითი ორგანოების საქმიანობაზე ზედამხედვლობა და ასევე, ასოციაციის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა იქნება.
„ჩვენი ფუნქცია იქნება, მონიტორინგი გავუწიოთ თითოეულ კომიტეტს თუ სხვა მართვით ორგანოს, რათა მათი და შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის მუშაობა გაცილებით ეფექტური და ფუნქციური იყოს. გარდა მონიტორინგისა, ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთი ფუნქცია ფინანსური მდგრადობის უზრუნვეყოფაა. ამიტომ, როგორც კი მუშაობის აქტიურ ფაზაში შევალთ, ჩვენი კომიტეტი ეცდება, მოიძიოს დაფინანსების წყაროები, რათა ფინანსურად უფრო ძლიერი და მდგრადი იყოს ასოციაციის მუშაობა,“-განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.
სულ, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ 19 კომიტეტი დააკომპლექტა:
1. სამოქალაქო სამართლის კომიტეტი, თავმჯდომარე - თეა ხამხაძე, თანა-თავმჯდომარე - კობა მემანიშვილი;
2. ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართლის კომიტეტი, თავმჯდომარე - პაატა კიკვიძე, თანა-თავმჯდომარე - პაატა შავაძე;
3. კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტი, თავმჯდომარე - მარინე ნიქაბაძე, თანა-თავმჯდომარე - ალექსანდრე წულაძე;
4. ინტელექტუალური საკუთრების კომიტეტი, თავმჯდომარე - გიორგი თაქთაქიშვილი;
5. სისხლის სამართლის კომიტეტი, თავმჯდომარე - ამირან გიგუაშვილი, თანა-თავმჯდომარე - რამაზ ჩინჩალაძე;
6. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, თავმჯდომარე - ანა არგანაშვილი;
7. შრომის სამართლის კომიტეტი, თავმჯდომარე - რაისა ლიპარტელიანი, თანა-თავმჯდომარე - მარიამ ცუცქირიძე;
8. მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმის კომიტეტი, თავმჯდომარე - თამარ ავალიანი;
9. ADR - არბიტრაჟი კომიტეტი, თავმჯდომარე - ლაშა არველაძე, თანა-თავმჯდომარე - ნინო მელაძე;
10. მედიაციის განვითარების კომიტეტი, თავმჯდომარე - თორნიკე ბაქრაძე, თანა-თავმჯდომარე - თამთა დევდარიანი;
11. ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტი, თავმჯდომარე - გიორგი მდინარაძე, თანა-თავმჯდომარე - ონისე მარგიანი;
12. საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობათა კომიტეტი,
თავმჯდომარე - ქეთევან ანდღულაძე, თანა-თავმჯდომარე - გიორგი კონდახიშვილი;
13. არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის კომიტეტი, თავმჯდომარე - არჩილ კაიკაციშვილი, თანა-თავმჯდომარე - მარიამ საბიაშვილი;
14. ფინანსური მდგრადობისა და მონიტორინგის კომიტეტი, თავმჯდომარე -ოთარ კაჭკაჭაშვილი, თანა-თავმჯდომარე - მალხაზ ლაფაჩი;
15. რეგიონებთან ურთიერთობის კომიტეტი, თავმჯდომარე - დარიკო თორდია, თანა-თავმჯდომარე - ფრიდონ სიხუაშვილი;
16. კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა კომიტეტი, თავმჯდომარე - ანა ჯალაღონია, თანა-თავმჯდომარე - ზვიად თავაძე;
17. ადვოკატთა სოციალური დაცვის კომიტეტი, თავმჯდომარე - ელგუჯა ჩხაიძე, თანა-თავმჯდომარე - ვაჟა ჯაოშვილი;
18. პრო ბონო სერვისების კომიტეტი, თავმჯდომარე - ელზა ლეშკაშელი, თანა-თავმჯდომარე - ლია მასიკაშვილი;
19. რეპრესირებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის დროებითი კომისია, თავმჯდომარე - თამაზ ჯალიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ კომიტეტები და ერთი დროებითი კომისია მიმდინარე წლის 12 იანვარს დაამტკიცა და ყველა კომიტეტი ფუნქციონირებას 22 იანვრიდან შეუდგება.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება