error1385 2018.01.16
„OK&CG“-სა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-მ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (IBSU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

 

  მემორანდუმს ხელი კომპანია „OK&CG“-ის დამფუძნებელმა, ოთარ კაჭკაჭაშვილმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად, შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებს  „OK&CG“-ში  ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

 

 სტაჟირების გავლის მსურველ სტუდენტთა შერჩევას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. უნივერსიტეტის რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ იმედი გამოთქვა, რომ კომპანია „OK&CG“-ს ინიციატივა  სტუდენტებში დიდ დაინტერესებას გამოიწვევს, რადგან მსგავსი პროგრამები ახალგაზრდებისთვის დეფიციტიურია.

 

 კომპანია „OK&CG“-ის დამფუძნებლის, ოთარ კაჭკაჭაშვილის თქმით, სტაჟირება გარკვეულ ანაზღაურებასაც ითვალისწინებს, რაც სტუდენტებს  პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, საკუთარი შემოსავლის წყაროსაც გაუჩენს. მისი თქმით, ეს იქნება განსხვავებული მიდგომა იმ პრაქტიკისგან, რაც თანამედროვე ქართული შრომის ბაზარზეა.

 

 „ჩვენი კომპანიის მიდგომა სტუდენტურ დასაქმებასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავდება ქვეყანაში არსებული პრაქტიკისგან. საქმე ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში სტუდენტის რესურსს იყენებენ ყოველგვარი  ანაზღაურების გარეშე, რაც ჩვენთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ ვაფორმებთ უნივერსიტეტებთან მემორანდუმს, რომლითაც სტუდენტებს,  ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, კონკრეტული ანაზღაურებაც ექნებათ,“-განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში