error2005 2018.01.17
უზენაეს სასამართლოში 15-მა მოსამართლემ ფიცი დადო

საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დღეს მოსამართლეთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. 

 

  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ფიცი საზეიმოდ დადო 15-მა მოსამართლემ დადო. ესენი არიან:

ივერი აბაშიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
იოსებ აბრამიძე - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლაგოდეხის მიუნიციპალიტეტში;
დარინა აბულაძე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
თათია გოგოლაური - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;
თინა ვაშაყმაძე -თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
ნინო თარაშვილი - ბოლნისის რაიონული სასამართლო;
იზა კელენჯერიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;
მაია კვირიკაშვილი + თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;
გოგა კუპრეიშვილი - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;
სოფიო ლეჟავა - მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში;
ლელა მილდერბერგერი - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
ირმა ტოგონიძე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
ნათია ტოგონიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
ნინო ჩახნაშვილი - თელავის რაიონული სასამართლო;
ხათუნა ჯინორია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.



 მოსამართლეები მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველოს საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში ხვალიდან  შეუდგებიან .
საზეიმო ფიცის დადების ცერემონიალს უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა საზეიმო ცერემონიალის მონაწილეებს.