2018 წლის იანვრიდან შავი ზღვის და ბალტიისპირეთის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) თავმჯდომარეობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გაუწევს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასოციაციის თავმჯდომარეობა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოსგან გადმოიბარა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ასოციაციის მესამე კონგრესი 2018 წლის მაისში ქალაქ თბილისში გაიმართება.
ასოციაციის მიზანია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ხელშეწყობა, საკონსტიტუციო სასამართლოების დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, კანონის უზენაესობის პრინციპების იმპლემენტაცია და ასოციაციის წევრებს შორის გამოცდილების გაცვლის გაღრმავება.
შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის დეკლარაციას ხელი მოეწერა ვილნიუსში 2015 წლის 25 ოქტომბერს უკრაინის, საქართველოს, ლიტვისა და მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების მიერ.
დეკლარაციის თანახმად, წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოები აცხადებენ მათ განზრახვას, გააძლიერონ კონსტიტუციური მართლმსაჯულება თავიანთ ქვეყნებში; თანახმა არიან, ხელი შეუწყონ დიალოგს კონსტიტუციურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; აცხადებენ მათ სურვილს, ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობები კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ზრდისა და გაღრმავების მიზნით.
ასოციაციის ორგანოებს წარმოადგენენ გენერალური ასამბლეა და გენერალური სამდივნო, რომელთა მეშვეობითაც იგი ახორციელებს თავის საქმიანობას. ასოციაციის მიზნები და ფუნქციები, მისი სტრუქტურა, მასში გაწევრიანება და ფინანსური ასპექტები წესდებით განისაზღვრება.
ასოციაციის თავმჯდომარეობა, როტაციის წესით, ერთი წლის ვადით გადადის ასოციაციის წევრ სახელმწიფოზე ანბანური თანმიმდევრობის პრინციპით.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება