error2048 2018.01.20
„2017 წელს, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი“

 41 გარდაცვლილი და 63 მძიმედ დაშავებული ადამიანი - ეს არის 2017 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, სამუშაო ადგილზე  მომხდარ  ტრაგიკულ შემთხვევათა სტატისტიკა, რომელსაც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ასახელებს. 

 

  პროფკავშირების გაერთიანების შრომის ტექნიკური ინსპექციის უფროსი, ნიკა კაკაშვილის განაცხადებით, მშენებლობის პროცესში უბედური შემთხვევები ძირითადად იმიტომ ხდება, რომ დამსაქმებელი კომპანიები არ იცავენ უსაფრთხოების წესებს, უსაფრთოების უზრუნველსაყოფად არსებულ თანხებს ზოგავენ, ეს კი სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს. მან ასევე განმარტა, რომ პროფკავშირების გაერთიანება ობიქტებზე დაფიქსირებულ შემთხვევების თაობაზე დამატებით, ოფიციალურ ინფორმაციას შსს-გან ელოდება. 


„ეს არის მხოლოდ პროფკავშირების მონაცემები. ასევე ველოდებით ინფორმაციას შსს-გან, რადგან ეს არის არასრული მონაცემები. სადაც არ გვაქვს პროფკავშირების პირველადი ორგანიზაცია, იქ გარდაცვლილებსა და დაშავებულებზე ინფორმაციას, ძირითადად, ვიღებთ მასმედიისა და სხვადასხვა წყაროს საშუალებით. ყურადღებით ვართ და ვაგროვებთ ამ ინფორმაციას. ეს არის მხოლოდ ჩვენი მონაცემები, ანუ მინიმალურია და არ გახლავთ სრული. ყველაზე მეტი შემთხვევა, რა თქმა უნდა, მოდის მშენებლობის სექტორზე, შემდეგ არის სამთო მოპოვება, შემდეგ ენერგეტიკული დარგი და ამის შემდგომ უკვე სხვა დარგებზე ფიქსირდება შემთხვევები. მშენებლობის დროს ყველაზე მეტი შემთხვევა ხდება თბილისში და დედაქალაქი ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა, ვინაიდან აქ ბევრი სამშენებლო ობიექტია და შემთხვევების რაოდენობაც მეტია. თუმცა, ეს არ არის მიზეზი იმისა, რაც ხდება. ცხადია, ალბათობას ზრდის, როდესაც ბევრი ობიექტი შენდება, რომ უბედური შემთხვევა მოხდეს, ანუ უბედური შემთხვევა არ გამოირიცხება, თუმცა ასეთი მძიმე სტატისტიკა რომ გვაქვს, გამომდინარეობს იმისგან, რომ პირველ რიგში, კომპანიების მხრიდან არ ხდება უსაფრთხოების წესების დაცვა. კომპანიის ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემო, მაგრამ როდესაც სამშენებლო კომპანია არ ასრულებს უსაფრთხოების წესებს და მას არღვევს, ვინ უნდა დაარეგულიროს ეს სიტუაცია, თუ არა სახელმწიფომ?!“ - განცხადა ნიკა კაკაშვილმა. 

მისივე თქმით, ასევე არსებობენ კომპანიები, რომლებიც უსაფრთხოების ნორმებს იცავენ. 

„ასევე არიან კომპანიები, რომლებიც კეთილსინდისიერად უდგებიან ამ საკითხს, სულ რომ არ არსებობდეს მაკონტროლებელი ორგანო, მაინც უზრუნველყოფენ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებას და იცავენ გათვალისწინებულ ნორმებს ამ მიმართულებით, თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც არათუ არღვევენ უსაფრთხოების ნორმებს, არამედ უფრო მეტიც, ხარჯებს ზოგავენ იმ მიმართულებით, რაც უნდა გაიწეროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა კაკაშვილმა. 

 

წყარო:bpn.ge

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება