error1449 2018.01.22
გარკვეულ სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟი სავალდებულო გახდა

საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ან/და პირველად რეგისტრირებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟი და გამოყენება სავალდებულო გახდა. კერძოდ, ამ ტრანსპორტისთვის ეს ვალდებულება 2017 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდა.
აღნიშნულის შესახებ მთავრობამ „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი გასულ წელს დაამტკიცა.

 როგორც მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ, „რეგლამენტი ვრცელდება 5 ტონამდე და მეტი სრული მასის, 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და 3.5 ტონამდე და 3.5 ტონიდან 12 ტონამდე მასის მქონე ტვირთის გადასაზიდ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე“.

 

 რეგლამენტი განსაზღვრავს: გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისთვის მაქსიმალურ დასაშვებ სიჩქარეებს; სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენებისა და გამოყენების წესს; სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიებს, რომლებზეც სავალდებულოა ამ რეგლამენტის დებულებების გამოყენება და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენებასა და გამოყენებაზე ზედამხედველობის განხორციელების წესს.
 რეგლამენტის თანახმად, 5 ტონამდე და 5 ტონაზე მეტი მასის მქონე, მგზავრთა გადამყვანი ტრანსპორტის გზებზე გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, რომლითაც მათი სიჩქარე საათში 100 კილომეტრზე მეტი არ იქნება; ხოლო 3.5 ტონამდე ან მეტი სრული მასის მქონე ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარე საათში 90 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

 ცნობისთვის, სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების ვალდებულება ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება