error1396 2018.01.23
დაგროვებითი პენსიის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია

 დაგროვებითი პენსიის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა, 11 კანონპროექტისგან შედგება.

 კანონპროექტით, რომელიც ბიუროს უკვე წარედგინა, დგინდება საპენსიო შენატანების განხორციელების წესი და ოდენობა.  იგი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ის ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც დასაქმებული არიან სამოქალაქო და შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად.  რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მასში ჩაბმა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. თვითდასაქმებულები კი, მათი ასაკის მიუხედავად, ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში.

 

 პროექტი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს შექმნას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებს. კანონპროექტი აგრეთვე აწესრიგებს დაგროვებითი პენსიის ადმინისტრირებასთან, საპენსიო სქემაში გაწევრიანებასთან, დავების გადაწყვეტილებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.


 მეტი თვალსაჩინოებისთვის:

დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაგროვდება შემოსავლის მინიმუმ 6%:

https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/f9e/1/16/27a1.png➡ 2% სახელმწიფოსგან
https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/f9e/1/16/27a1.png➡ 2% დამსაქმებლისგან
https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/f9e/1/16/27a1.png➡ 2% დასაქმებულისგან

თვითდასაქმების შემთხვევაში:

https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/f9e/1/16/27a1.png➡ 2% სახელმწიფოსგან
https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/f9e/1/16/27a1.png➡ 4% თვითდასაქმებულისგან

 

 კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისა და საკუთარი საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

შესაბამისს ცვლილებას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც დაგროვებითი პენსიის საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია.

ცვლილებების მიხედვით, დამსაქმებლის მიერ საპენსიო სააგენტოში დასაქმებულის და საკუთარი საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ჯარიმა 1000 ლარამდე გაიზრდება.

 

 რაც შეეხება იმას, თუ ბიუჯეტის რა ნაწილი მოხმარდება დაგროვებითი პენსიის რეფორმას;

 

 კანონპროექტის მიხედვით, სისტემის ამოქმედება გავლენას მოახდენს როგორც ბიუჯეტის საშემოსავლო, ისე ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, სისტემის ამოქმედების შედეგად, ბიუჯეტში სრულ წელზე ჯამურად, დაახლოებით 40 მილიონ ლარამდე ნაკლები თანხის მობილიზება მოხდება.

 

„მონაწილის კონტრიბუციის გაანგარიშება ხდება დარიცხული ხელფასიდან და შემდეგ მოხდება საშემოსავლოს 20%-ის გადახდა, აქედან გამომდინარე ბიუჯეტს საშემოსავლო დასაბეგრი ბაზის შემცირების გამო სრულ წელზე გათვლით, ბიუჯეტში დაახლოებით 17 მლნ ლარამდე ნაკლები თანხა მობილიზდება. ასევე, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ დამსაქმებელს თავის კონტრიბუციის 2% შეუძლია გამოქვითოს შემოსავლიდან და შეამციროს მოგების დასაბეგრი ბაზა, დაახლოებით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს შეამცირებს 23 მლნ ლარამდე. ჯამურად სრულ წელზე დაახლოებით 40 მლნ ლარამდე ნაკლებით მობილიზდება ბიუჯეტში,“ -  ნათქვამია კანონპროექტში. 

 

 გარდა ამისა, პროექტის თანახმად, სისტემის ამომედება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზეც. კერძოდ, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სისტემის ამოქმედების შემდეგ სრულ წელზე საბიუჯეტო ხარჯი 150 მილიონ ლარამდე იქნება. უშუალოდ 2018 წელს კი, ვინაიდან სისტემა მესამე კვარტლიდან ჩაირთვება, საბიუჯეტო ხარჯი დაახლოებით 90 მლნ ლარი იქნება; 

 

ცნობისთვის,  საპენსიო ანგარიშზე გადახდილი თანხა, ინვესტირების შედეგად მიღებული სარგებელი და საპენსიო ასაკში გასვლის შემდგომ მიღებული პენსია, საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლებული იქნება. 
 

 შეგახსენებთ, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა; სქემის ამოქმედება და კონტრიბუციების მიღება კი მიმდინარე წლის მე-3 კვარტლიდან დაიწყება.

 

 

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში