error3956 2018.01.23
ოთარ კაჭკაჭაშვილი: „გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ზედმეტად მკაცრია“

  საადვოკატო ბიურო „OK&CG“ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.

 

 კომპანიის დამფუძნებელს, ოთარ კაჭკაჭაშვილს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი აღნიშნული გადაწყვეტილება ზედმეტად მკაცრი სასჯელია.

 

 „გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამოტანილი ეს გადაწყვეტილება ზედმეტად მკაცრია. პირადად მე, როგორც ადვოკატს და როგორც რიგით მოქალაქეს, მაოცებს ერთი რამ,  რომ  ერთი მხრივ, სახელმწიფო ეწევა  ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებაზე მიმართულ კამპანიებს, მეორე მხრივ კი, რეალობა გვაჩვენებს იმას, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით პოლიტიკა მაინც ძალიან მკაცრია, რასაც დღეს მიღებული გადაწყვეტილებაც ადასტურებს“.

 

 კომპანიის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მკაფიო მიდგომა უნდა ჰქონდეს:

 

 „ხელისუფლებამ ცალსახად და მკაფიოდ უნდა გააკეთოს განაცხადი, ცვლის თუ არა ნარკოპოლიტიკას; რის შეცვლას აპირებს და რამდენად ლმობიერი იქნება კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი, იქნება ეს მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, მთავრობა, ოპოზიცია თუ სხვა, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა გადასახედია და რომ ამ პოლიტიკის შემსუბუქება მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მოხდეს,“- განმარტავს იგი.

 

 შეგახსენებთ, რომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს.  გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.

 

 თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.  მისი ადვოკატის თქმით, მოსამართლე შორენა გუნცაძის დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 

 ოთარ კაჭკაჭაშვილს მიაჩნია, რომ „თუკი გიორგი გიორგანაშვილი კვლავ გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას ზედა ინსტანციებში, თუნდაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შესაძლოა ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებაც ვიხილოთ“.

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება