error4041 2018.01.25
ქეთევან ქავთარაძე: „ბავშვთა უფლებების კუთხით კანონმდებლობაში ბევრი ხარვეზია“

 მშობელს შესაძლოა, არასრულწლოვანი შვილის პირადი ქონების განკარგვა-გასხვისება აეკრძალოს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარადგინა. როგორც მათ მიერ შემუშავებულ პროექტშია აღნიშნული, ცვლილების მიზანს ბავშვის საკუთრების უფლების დაცვა წარმოადგენს.

 „დღეის მდგომარეობით, ერთ-ერთ მშობელსაც კი შეუძლია დაბრკოლების გარეშე გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს, ან/და ნებისმიერი ფორმით განკარგოს არასრულწლოვანი შვილის ქონება. მშობელს ეკრძალება გააჩუქოს ან სხვაგვარად განკარგოს არასრულწლოვანი შვილის პირადი ქონება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამოწვეულია, ბავშვის აუცილებელი საჭიროებიდან და ემსახურება ბავშვის ინტერესს. ასეთ შემთხვევაში კი საჭიროა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობა,“-ნათქვამია პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადებაში.

 

  საკანონმდებლო ინიციატივას საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გამოეხმაურა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით კანონმდებლობაში არაერთი ხარვეზია, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიხვეწოს.

 

 „OK&CG“-ის ადვოკატის, ქეთევან ქავთარაძის თქმით, უშუალოდ არასრულწლოვნის პირადი ქონების განკარგვა-გასხვისების ნაწილში, კანონმდებლობა ორაზროვან დათქმას იძლევა, რაც, თავის მხრივ, არასრულწლოვანის ინტერესებს აცდენილი დავის საგანი ხდება.

 

 „მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,  იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება რეგისტრირებულია არასრულწლოვანზე, მის  კანონიერი მეურვეებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს გაასხვისონ-განკარგონ არასრულწლოვანის პირადი ქონება; თუმცა, კანონში არის ასეთი დათქმა, რომ ეს ქმედება არ უნდა იყოს ბავშვთა ინტერესების საწინააღმდეგო და საზიანო. მაგრამ, ზუსტად  ეს დამცავი პუნქტი კანონმდებლობაში  იწვევს ორაზროვნებას  და საკითხი ხდება დავის საგანი - კერძოდ, კონკრეტული გასხვისების შედეგად დაზიანდა თუ არა არასრულწლოვანის პირადი ნივთი, რა სახის დაზიანება მიიღო, რა ზიანი მიადგა თავად არასრულწლოვანს ამით და ა.შ.,“- განაცხადა ქეთევან ქავთარაძემ.

 

 იურისტს ასევე მიაჩნია, რომ „მშობელს უნდა აეკრძალოს რაიმე საპატიო მიზეზის გარეშე არასრულწლოვნის პირადი, მით უფრო უძრავი ქონების გასხვისება. რა შეიძლება იყოს საპატიო მიზეზი?  ვფიქრობ, რომ  კანონმდებლობაში ეს საკითხიც ამომწურავად უნდა იყოს გაწერილი; ამ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ქონების გასხვისებაც შესაძლებელია, მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუკი ის მოხმარდება ბავშვის უპირატეს, ბავშვთა უფლებების კონვენციით აღიარებულ ინტერესებს,“- განმარტავს ქეთევან ქავთარაძე.

 

 „OK&CG“-ში მიაჩნიათ, რომ საქართველოს კანონმდებლობა მთლიანად უნდა მოერგოს საერთაშორისოდ აღიარებულ ბავშვთა უფლებების კონვენციას, ამიტომ,  ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც არასრულწლოვნის უფლებების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული, მისასალმებელია.

   

 „საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პარლამენტის დღის წესრიგში დადგა, ნამდვილად მისასალმებელია, რადგან თუკი არასრულწლოვანი ბავშვის პირად ქონებას ვეღარ განკარგავს მისი კანონიერი მეურვე, ეს იქნება წინგადადმული ნაბიჯი საერთაშორისოდ აღიარებული კანონმდებლობასთან დაახლოვებისთვის.  ბავშვთა უფლებების კონვენცია ვრცლად განსაზღვრავს არასრულწლოვანთა უფლებებს. გაწერილია,  რა არის ბავშვის უპირატესი ინტერესი, რა უფლებებით სარგებლობს, რისგან უნდა დავიცვათ ბავშვი და ა.შ. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა, რომელშიც ბევრი ხარვეზია, მთლიანად უნდა მოერგოს საერთაშორისო სტანდარტებს, ბავშვთა უფლებების კონვენციას  და საქართველოს კანონმდებლობაში გადმოვიღოთ ის ძირითადი უფლებები, რაც საერთაშორისო აქტებშია გაწერილი,“-განაცხადა ქეთევან ქავთარაძემ.

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება