error1784 2018.01.30
კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციას თებერვლიდან ახალი მიმართულებები ემატება

კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციას ახალი მიმართულებები ემატება. 
თუ აქამდე საქალაქო სასამართლოს 5 მოსამართლე მხოლოდ 500 000 ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციულ დავებს განიხილავდნენ, თებერვლიდან მათ შესაძლოა, პარტნიორებს შორის არსებული დავების განხილვა მოუწიოთ. ასევე, იგეგმება, რომ მათ დაეწეროთ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით სასამართლო სარჩელებიც.

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების განმხილველი სპეციალური მიმართულება 2017 წლის 1-ელ აგვისტოს შეიქმნა. ვიწრო სპეციალიზაცია 500 ათას ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციულ დავებს განიხილავს. თავდაპირველად კოლეგია ოთხი მოსამართლით დაკომპლექტდა - თამარ ბურჯანაძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, სოსო ღურწკაია.   მეთოფიშვილის განცხადებით, მოგვიანებით კოლეგიას მეხუთე მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი დაემატა.

 როდესაც აღნიშნული ვიწრომიმართულება იქმნებოდა, ოპონენტები აცხადებდნენ, რომ არ იქნებოდა ეფექტური და ამასთან, მხოლოდ 500 000 ლარს ზევით დავებს კი არა, 500 000 ლარს ქვემოთ არსებული დავებისთვისაც სპეციალური მიმართულება უნდა შექმნილიყო. 4-5-თვიანი პრაქტიკის შემდეგ, საქალაქო სასამართლოში იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ მოსამართლეებმა ისეთი საქმეებიც უნდა განიხილონ, სადაც თანხა არ ფიგურირებს, თუმცა სარჩელი თავისი არსით სწორედ კომერციული ხასიათისაა. 

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებით „უკვე მომზადებულია დოკუმენტაცია და მოსამართლეებიც თანახმა არიან, რომ განიხილონ ისეთი საქმეები, რომლებიც წმინდა კომერციული დავებს განეკუთვნება, თუმცა იქ თანხა არ ფიგურირებს, უფრო ზუსტად, თანხა არ არის ამ დავაზე მიბმული.  მაგალითად, ერთ-ერთი არის დავა პარტნიორებს შორის, სადაც არ ჩანს თანხა, მაგრამ ერთი პარტნიორი, რომელიც მფლობელია 11%-ის ედავება მეორეს, რომლიც დანარჩენ წილს ფლობს. ვფიქრობთ, რომ ეს არის კომერციული ხასიათის დავა და ეს კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეებმა უნდა განიხილონ. მეორეა - ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დავებიც. ესეც კომერციული ხასიათისაა. ეს 5 მოსამართლე ჯერჯერობით ასეთ დავებს არ განიხილავენ. მაგრამ პროექტი მომზადებულია, ახლა ვმუშაობთ, რომ ასეთი საქმეები კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეებმა განიხილონ და სავარაუდოდ, ისინი ასეთი დავების განხილვას თებერვლიდან დაიწყებენ“, - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

 

 

 

წყარო: bpn.ge

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში