ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამშენებლო სამუშაოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
აღნიშნული მუხლის დარღვევისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 30 იანვარს, დილით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოვარდა რის გამოც, 14 ადამიანი დაშავდა, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. ადგილზე მისული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები.
მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია „ყვარელრემმშენმა“ შეასრულა.
ხელშეკრულების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოებზე კონტროლის გაწევა ევალებოდა ინსპექტირების ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ სამშენებლო სამსახურის სამშენებლო სამუშაოების მიმღები, სამშენებლო სამსახურის ხარისხის კონტროლისა და მიღების ჯგუფის ინსპექტორი.
დოკუმენტაციით ირკვევა, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა აკრედიტებულ ორგანოს უნდა შეემოწმებინა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისას.
ხელშეკრულების მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებს 10 წლის გარანტია ჰქონდა. იმ სამშენებლო მასალებზე, რომელთა ღირებულება 500 ლარზე მეტია გარანტია არის 36 თვე, ხოლო იმ მასალებზე, რომელთა რაოდენობა 500 ლარზე ნაკლებია-12 თვე.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში