error1747 2018.02.01
არაძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების წესი იცვლება

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულზე, მათ შორის ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ შეწყალების წესი იცვლება შეწყალების წესი იცვლება - უფრო ჰუმანური ხდება. 

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძის განმარტებით, კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულის თხოვნა, რომელმაც ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული, გარდა გასაღებისა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა-შემოტანა-ტრანზიტისა.

კომისიამ უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულის თხოვნა, რომელიც გასამართლებულია 381-ე მუხლით და სასჯელი დაეკისრა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე.

კომისიამ უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულის თხოვნა, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაული და არ ჩაუდენია ძალადობით, ძალადობის მუქარით. 

ამ დანაშაულებზე მსჯავრდებულებს შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს, როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე სასამართლო ინსტანციაში, ან გასული იქნება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა. კომისია არსებითად განიხილავს მათ საქმეებს.

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება