საქართველოს პარლამენტმა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 24 ვალდებულებიდან 13 სრულად, ხოლო 11 ნაწილობრივ შეასრულა. 2017 წლის შესრულებულ ვალდებულებებს შორისაა დეპუტატთა ეთიკის კოდექსის ინიცირება და ელექტრონული პეტიციების სისტემის დანერგვა.
ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების თაობაზე სასტუმრო „რუმსში“ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ანგარიშის წარდგენასთან ერთად შეხვედრის მონაწილეები მიმდინარე და მომავალი წლის პრიორიტეტებს განიხილავენ.
„უკვე შემუშავებულია და ინიცირებულია დეპუტატების ეთიკის კოდექსი, რომელსაც უახლოეს მომავალში პარლამენტი განიხილავს. ეთიკის კოდექსის მიღება გაზრდის პარლამენტის წევრების ანგარიშვალდებულებას და პარლამენტის იმიჯს. ასევე მნიშვნელოვანია პეტიციის, საკანონმდებლო წინადადების ელექტრონული სახით წარდგენის წესის დანერგვა. ამ წესის დამკვიდრების შემდეგ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პარლამენტს პეტიცია ელექტრონული სახით წარუდგინონ.
პარლამენტმა ასევე შეიმუშავა, ახალი ვებ-საიტის კონცეფცია. საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში თანამედროვე სტანდარტების მქონე ვებ-საიტი ექნება. არის სხვა ვალდებულებებიც, რომელიც ხელს შეუწყობს პარლამენტის საქმიანობის ღიაობას და მოქალაქეობის ჩართულობას საკანონმდებლო საქმიანობაში“, - განაცხადა ღია და გამჭირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება