შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ახალი ვერსიით, დარღვევებზე სანქციები ორმაგდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, გასულ კვირას უწყებამ ერთი კვირა ითხოვა, რათა კანონპროექტი სრულყოფილი გამხდარიყო და კრიტიკა გაეთვალისწინებინა.
მისი თქმით, ამ კვირის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა და გათვალისწინებული იქნა ის შენიშვნები, რომელიც კანონპროექტზე გამოითქვა, მათ შორის სანქციების რაოდენობაზე, მისი აღსრულების მექანიზმზე და ა.შ.
„იყო კრიტიკა განმეორებით მონიტორინგთან დაკავშირებით, ასევე სანქციების რაოდენობაზე. მივიღეთ გადაწყვეტილება და სანქციების რაოდენობა განსხვავებულია. ისინი დაყოფილია დღგ-ს გადამხდელთა რაოდენობით. სანქცირების მექანიზმი მიბმული იქნება დღგ-ს რაოდენობაზე. კრიტიკა იყო ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები იყო დაბალი, შემიძლია გითხრათ, რომ წინა ვერსიასთან შედარებით ჯარიმის ოდენობა გაორმაგდა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება ინსპექტირებას სასამართლო ნებართვის გარეშე, როგორც თამილა ბარკალაია განმარტავს, გათვალისწინებულია ინსპექტირების განხორციელება სასამართლოს გარეშე.
„ეს არის გეგმური ინსპექტირების შემთხვევა, ასევე განმეორებითი მონიტორინგი და იქნება შემთხვევები, როცა შეტყობინება არის შემოსული გარკვეული ორგანიზაციიდან - ანუ ამ სამ შემთხვევაში მოხდება ორგანიზაციაში შესვლა ნებართვის გარეშე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, ბიზნესს უჩნდება ვალდებულება, რომ გაწეროს შრომის უსაფრთხოება თავისი ორგანიზაციის ფარგლებში, დანიშნოს პასუხისმგებელი პირი, მენეჯერების სახით და უჩნდება ვალდებულება, რომ კანონმდებლობით შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიტერიუმები იქნას გათვალისწინებული.
წყარო:Ipn.ge
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში