error2479 2018.02.15
„რეკრეაციული სივრცის განვითარება, მშენებლობის პროცესში არსებულ ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის“

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შედის- აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებები რეკრეაციული სივრცეების განვითარებასა და ქალაქში მშენებლობების პროცესის მოწესრიგებას ემსახურება.

 

  „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ და ასევე, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას.მინდა, მივესალმო მერიის ინიციატივას ამ მიმართულებით პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესახებ. ნებართვის მიღების პროცესშივე იქნება აუცილებელი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, აღრიცხვა იქ არსებული ხეების, ახალი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, ასევე, 4000 კვ/მ-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საწყის ეტაპზევე იქნება საჭირო სატრანსპორტი კვლევის და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს, საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი რეკრეაციული სივრცე გვქონდეს და გალამაზდეს ჩვენი დედაქალაქი, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია,“-განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 პრემიერის განცხადებას, მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით, საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გამოეხმაურა. კომპანიაში მსგავს ინიციატივებს დადებითად აფასებენ, თუმცა, იურისტ დავით მუმლაძეს მიაჩნია, რომ მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები კომპლექსურია და მხოლოდ რეკრეაციული ზონების მოწყობის განვითარებაზე ზრუნვა მშენებლობების პროცესის მოწესრიგებას ვერ უზრუნველყოფს.

 

 „მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები საკმაოდ პრობლემურია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ამ თვალსაზრისით გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივების არსებობა აუცილებელია. თუმცა, რეგულაციები უნდა იყოს კონკრეტული და ისინი მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსათვის არ უნდა იძლეოდეს ლავირებას შესაძლებლობას; რაც დღეს ნამდვილად პრობლემაა.  გარდა ამისა,  მშენებლობის პროცესში ნიშვნელოვანია მკაცრი და ობიექტური მონიტორინგი. 

 რაც შეეხება, უშუალოდ ინიციატივას, რეკრეაციული ტერიტორიების განვითარებაზე ზრუნვა ცალსახად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, თუმცა,  უნდა ითქვას, რომ იგი  ხელს ვერ შეუწყობს მშენებლობის პროცესის მოწესრიგებას, -ამბობს დავით მუმლაძე.

 

 იურისტს მიაჩნია, რომ ამჟამად მიმდინარე ან უკვე დასრულებულ მშენებლობებზე, სადაც რეკრეაციული სივრცეები მოწყობილი არ არის, პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობამ ახალი გეგმა უნდა შეიმუშავოს:

 

 „აღნიშნული ინიციატივა ეხება რეკრეაციული ზონის განვითარებას სამომავლოდ დაგეგმილ მშენებლობების პროცესში, თუმცა, სასურველი იქნებოდა, მოცემულ პროექტში გათვალისწინებული ყოფილიყო უკვე არსებული მდგომარეობაც. ანუ, როგორია ხელისუფლების გეგმა იქ, სადაც განაშენიანება უკვე განხორციელდა.  ამ ინიციატივამ შესაძლოა, სამომავლოდ განსახორციელებელ მშენებლობებთან მოაგვაროს  პრობლემა, თუმცა, არსებული მდგომარეობის შეცვლის გეგმას ვერ ვხედავთ. ამიტომ, გაცილებით  მნიშვნელოვანი იქნება,  თუკი ხელისუფლება შეიმუშავებს კოკრეტულ გეგმას და იზრუნებს,  რეკრეაციული სივრცეები უკვე დასრულებული მშენებლობების მიმდებარედაც  მოეწყოს .

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება