2017 წელს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული კანონდარღვევის, ადევნების 16 შემთხვევა გამოვლინდა, 2018 წლის იანვრის თვეში კი - 6.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წელს თბილისში ადევნების 3, აჭარაში - 9, შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში კი თითო-თითო შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება 2018 წელს, იანვრის მონაცემებით, თბილისში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის დარღვევის 3 შემთხვევა გამოიკვეთა, ქვემო ქართლში -2, ხოლო, სამეგრელო-ზემო სვანეთში -1.
ადევნებასთან დაკავშირებით საადვოკატო ბიურო „OK&CG“ ერთხელ უკვე წერდა. მაშინ საადვოკატო ბიურო „OK&CG-ს“ ადვოკატი, ოთარ კაჭკაჭაშვილი განმარტავდა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანამდე მსგავსი სახის პრობლემები კანონმდებლობის დონეზე დაურეგულირებელი გახლდათ.
მისი თქმით, „იურიდიული კომპანია „OK&CG“-სთვის არაერთხელ მიუმართავთ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნით, რათა მსხვერპლის მიმართ აღკვეთილიყო მესამე პირისგან თვალთვალი, არასასურველი კომინიკაცია და მსგავსი სახის უარყოფითი ზემოქმედება, რაც არსებითად აზიანებდა მსხვერპლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მასში იწვევდა შიშს, ტანჯვას და იძულებას, მისი ნების საწინააღმდეგოდ შეეცვალა ცხოვრების წესი. სამწუხაროდ, ხსენებული ქმედების შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანამდე მსხვერპლს არ გააჩნდა მის მიმართ მესამე პირისგან უარყოფითი ზეგავლენის აღკვეთის რესურსი, ვინაიდან თავისი შინაარსით მესამე პირის ზემოქმედება მსხვერპლზე არ გახლდათ არც სისხლის სამართლის დანაშაული და არც სამართალდარღვევა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების შედეგად მსხვერპლს გაუჩნდა ზემოაღნიშნული ზემოქმედებისაგან თავის დაცვის რეალური საშუალება/უფლება, იმდენად რამდენადაც „ადევნება“, რომელიც თავის თავში მოიაზრებს მსხვერპლისადმი არასასურველი შედეგების დადგომას, გახდა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება.
საადვოკატო ბიურო „OK&CG“ მიესალმება კანონმდებლობაში მსგავსი სახის ცვლილებების შეტანას, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს დაიცვან მათი უფლებები და მესამე პირებს აუკრძალონ თვალთვალი და ნებისმიერი სახის არასასურველი კომუნიკაცია.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 ივნისიდან „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ახალი, 151-ე პრიმა მუხლი ამოქმედდა, რომლითაც სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა ახალი ცნება - ადევნება - რომელიც დასჯადი ქმედება გახდა.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება