შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა ცნობილია. დოკუმენტის თანახმად, ცვლილება რამდენიმე საკითხს ეხება:
- გეგმის მიხედვით, ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირები დროებითი მოთავსების იზოლატორში სისხლის სამართლის დანაშაულზე დაკავებულებთან ერთად აღარ მოთავსდებიან. ცნობილია, რომ დაგეგმილია ორი ახალი დაწესებულების მოწყობა, სადაც მხოლოდ ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირები მოათავსდებიან. დაწესებულებები 2019 წლიდან დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში მოეწყობა. დროებითი მოთავსების იზოლატორის დირექტორის, გიორგი მოსაშვილის განცხადებით, „დასავლეთ საქართველოში ახალი დაწესებულება, სავარაუდოდ, სამტრედიაში, აღმოსავლეთ საქართველოში კი, თბილისში მოეწყობა“.
გარდა ამისა, განვითარების გეგმის მიხედვით, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შეიქმნება იზოლატორის მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობები და განახლდება მომზადების/გადამზადების სასწავლო კურსი. ამასთან, საბაზისო სასწავლო კურსის გავლის გარეშე მოსამსახურე თანამდებობაზე ვერ დაინიშნება.
- შემდეგი ცვლილება დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული პირების კვების ნორმებს შეეხება. გეგმაში ნათქვამია, რომ საკითხების მოწესრიგების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორისთვის მზა საკვების მიწოდების უზრუნველყოფა მოხდება. კერძოდ, ბათუმიდან და ქობულეთიდან დაიწყება დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირების ცხელი საკვებით უზრუნველყოფა. ასევე გადაიხედება იზოლატორში მოთავსებულ პირთა კვების ნორმები.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის იზოლატორში მოთავსებული პირებისათვის ძირითადად მშრალი საკვებია ხელმისაწვდომი
- ცვლილება შედის დროებითი დროებითი მოთავსების იზოლატორებში ვიდეოკამერების ჩანაწერის შენახვის ვადასთან დაკავშირებით. კერძოდ,ვიდეოკამერების ჩანაწერის შენახვის ვადა 24-დან 120 საათამდე გაიზარდა, რაც დაკავებულის დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის სრულ პერიოდს მოიცავს. . ზემოხსენებულ გეგმაში ნათქვამია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე განხორციელდა.
- პრეზენტაციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ხუთ ქალაქში (წალკის, ჩხოროწყუს, ქობულეთის, სამტრედიისა და ფოთის იზოლატორებში,) ქალაქში დროებითი მოთავსების იზოლატორების განახლება დაიწყო. ამასთან, ახალი იზოლატორები აშენდება ბორჯომში, ბაკურიანსა და გუდაურში, ხოლო ზუგდიდსა და ახალციხეში ძველი იზოლატორები ახლით ჩანაცვლდება.
შსს-ს გეგმის თანახმად დაწყებულია მუშაობა ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის გასაუმჯობესებლად. საწყის ეტაპზე, 6 მსხვილ იზოლატორში ვიდეო-მეთვალყურეობის არსებული მოძველებული საშუალებები ჩანაცვლდება ახლით, რის შემდეგაც ჩანაცვლება ეტაპობრივად გაგრძელდება.
დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა იზოლატორში დაკავებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო პერსონალი.
წყარო:ipn.ge
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში