კახეთში, გურჯაანის სპირტის ქარხნის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დროს ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
როგორც ქარხნის დირექტორმა, ლადო ფოთოლაშვილმა Reginfo-ს განუცხადა, გარდაცვლილი იმ სამუშაოს ასრულებდა, რომელიც მას არ ევალებოდა.
„ის იყო ზეინკლის თანაშემწე. მასთან შრომითი ხელშეკრულებაც ამაზეა გაფორმებული. საიდანაც გადმოვარდა, იქ არაფერი ესაქმებოდა,“- განაცხადა ლადო ფოთოლაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.
სამუშაო ადგილას უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, საადვოკატო ბიურო „OK&CG“ ადრეც წერდა.
წყარო: netgazeti.ge
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში