საადვოკატო ბიურო „OK&CG“ „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ პეტიციას უერთდება. „გახადე შრომა უსაფრთხო“ - ასე ჰქვია განაცხადებას, რომლითაც პროფკავშირები საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავენ.
„კანონპროექტი, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კვლავ შეუსაბამოა შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან და არ გვთავაზობს ინსპექტირების რეალურად ეფექტურ მექანიზმს. ამ ეტაპზე კვლავ არ არის გათვალისწინებული პროფკავშირების მიერ დაყენებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა:
- კანონის მოქმედების სფერო, რამდენადაც წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით იგი ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშ პირობიან სამუშაოზე და დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი კვლავ უსაფრთხო შრომის პირობებით უზრუნველყოფის გარეშე რჩება. მით უმეტეს, რომ პროექტი არ შეიცავს არანაირ დათქმას კონკრეტული ვადის შესახებ, როდესაც ის სრული მოცულობით უნდა გავრცელდეს ყველა დასაქმებულზე;
- პროექტი ეხება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებას და ყოველგვარი რეგულირების გარეშე ტოვებს შრომის კანონმდებლობისა და შრომის უფლებების აღსრულების საკითხს;
- შრომის ინსპექტორებს, ბევრ შემთხვევაში, კვლავ არა აქვთ უპირობო დაშვება სამუშაო ადგილებზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე მათ უშუალოდ მიმართავენ დასაქმებულები;
მოვუწოდებთ, ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შექმნან და აღასრულონ კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მშრომელთა ღირსეულ შრომას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,“-ნათქვამია დოკუმენტში.
„OK&CG“-სმიაჩნია, რომ „რეგულაციები, რომლებიც შრომითი უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფისათვის გატარდა, არაეფექტურია. სახელმწიფოში აუცილებელად უნდა არსებობდეს შესაბამისი მექანიზმი, რომელიც დასაქმების ადგილებში შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის კანონმდებლობასთან/სტანდარტთან შესაბამისობას შეამოწმებს და ეფექტურ ზომებს მიიღებს; ამიტომ, ვუერთდებით მოთხოვნას, მოკლე ვადებში შეიქმნას კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მშრომელთა ღირსეულ შრომას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება