საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ადვოკატ ლედი ტუკვაძის მიმართ განხორციელებლი მუქარის ფაქტთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას მიმართავს და სთხოვს, შეისწავლონ და სათანადო რეაგირება მოახდინონ აღნიშნულთან დაკავშირებით.
ასოციაციის თავმჯდომარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ადვოკატ ლედი ტუკვაძის მიმართ, სოციალურ ქსელ ფეისბუქის კონკრეტული ანგარიშიდან ხორციელდება მუქარა და შეურაცხყოფა, რაც შეიძლება, უკავშირდებოდეს ერთ-ერთ საქმეში მის მონაწილეობას“.
როგორც ასათიანი საკუთარ ოფიციალურ გვერდზე წერს, „სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, ადვოკატის მიმართ მუქარა დაცვის განხორციელებისას, წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება“.
ამასთან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით, დავით ასათიანი მოუწოდებს საზოგადოებას, არ მოხდეს ადვოკატის გაიგივება იმ პირთან, ვინც სარგებლობს ადვოკატის მომსახურებით. აღნიშნული მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება