error1534 2018.02.27
„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის პატიმრობა 10 წლამდე, „კანონიერი ქურდობისთვის“ კი 15 წლამდე იზრდება

 „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდობისთვის“ არსებული სასჯელი მკაცრდება, - სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.


 ცვლილებების თანახმად, ქურდული სამყაროს წევრობა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 10 წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ, „კანონიერი ქურდობისთვის“ კი- 9-დან 15 წლამდე. 

 

 გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა მძიმე ან განსაკუთარებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პიროებები, თუ მის ქმედებებში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. 
ცვლილებების თანახმად, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო. 



გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით სისხლის სამართლის კოდექსს ემატება რამდენიმე მუხლი. კერძოდ, „ქურდული შეკრების“ ორგანიზება და მასში მონაწილეობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 10 წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.



იგივე ქმედება ჩადენილი „კანონიერი ქურდის“ მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-დან 15 წლამდე ჯარიმით ან უამისოდ.
კიდევ ერთი მუხლი, რომელიც ცვლილებების შედეგად კოდექსს ემატება ესაა -“ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, კერძოდ, ნებისმიერი ქმედება ჩადენილი პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და სურდა ან უშვებდა, რომ თავისი აქტიური ქმედებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას - ისჯება თვაისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.



იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. 



გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, კოდექსს ემატება კიდევ ერთი მუხლი - „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/“კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა, კერძოდ, პირის მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/“კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ ან მის ან სხვა პირის სასარგებლოოდ ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის გადაწყვეტილების მიღებაზე არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა „ქურდული სამყაროს“ წევრი/“კანონიერი ქურდის“ მიერ რაიმე ქმედება ან/და დადგა თუ არა ამ პირისთვის სასურველი შედეგი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 7 წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. იგივე ქმედება, რამაც გამოწვია მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 8 წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. 

 

 შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით  ქურდული სამყაროს წევრობისთვის სასჯელი 5-დან 8 წლამდეა; „კანონიერი ქურდობისთვის“ კი სასჯელი 7-დან 10 წლამდეა. 

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება