error1291 2018.02.28
თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება

თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება, აქედან 2 900 პასიური მწეველია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 



„თამბაქო აღიარებულია 21-ე საუკუნის ყველაზე უფრო დიდ მკვლელად. თამბაქოზე მთელ მსოფლიოში მოდის სიკვდილიანობის დაახლოებით 10% - 7 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად კვდება თამბაქოთი გამოწვეული ზიანით. საქართველოში ეს ციფრი პროცენტულად უფრო მაღალი გვაქვს. ეს გახლავთ ყველაზე უფრო დიდი რისკფაქტორი დღეს არაგადამდები დაავადებების განვითარებისა, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი. თამბაქო, ასევე გახლავთ სიმსივნური დაავადებების გამოწვევის ნომერ პირველი მიზეზი. ამიტომ, 2003 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო თამბაქოს ჩარჩო კონვენცია, რომელსაც ჩვენც მივუერთდით. აუცილებელია კონვენციის ყველა მუხლი იყოს შესრულებული,“ - განაცხადა გამყრელიძემ. 



მისივე თქმით, საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების მცდელობა რამდენჯერმე იყო და 1-ელი მაისიდან უნდა ამოქმედდეს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის ძირითადი მუხლები. გამყრელიძე იმედოვნებს, რომ კანონმდებლობის იმპლემენტაცია ეფექტურად განხორციელდება. 



„ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, ქვეყანამ თანდათანობით გაზარდოს გადასახადები თამბაქოზე, რაც არის საუკეთესო მეთოდად აღიარებული. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს,“- აღნიშნა გამყრელიძემ.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში