error1616 2018.02.28
ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ბავშვი დაშავდა, 1 კი გარდაიცვალა

 ბარათაშვილის ქუჩაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი მინით დაშავებული მოზარდებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა-ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ბარათაშვილის ქუჩაზე შუშა დღეს ჩამოვარდა, რის შედეგადაც 12-14 წლის 6 მოზარდი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შენობიდან შუშა იმ დროს ჩამოვარდა, როცა სკოლის მოსწავლეები მის გასწვრივ მიდიოდნენ.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება